დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისის მერია ვაკეში, საყრდენი კედლის მოწყობისთვის 510 000 ლარს დახარჯავს

თბილისის მერია ვაკეში, საყრდენი კედლის მოწყობისთვის 510 000 ლარს დახარჯავს

2023-08-30 14:00:19

თბილისის მერია ვაკეში საყრდენი კედლის მოწყობისთვის 510 000 ლარს დახარჯავს.

როგორც სახელწიფო შესყიდვების საიტზე განთავსებული მონაცემებიდან ირკვევა, აღნიშნულ სამუშაოებს მერია გამარტივებული შესყიდვის ფორმით შეიძენს, რადგანაც კონტრაქტორმა კომპანიამ ვალდებულება ვერ შეასრულა. 

უფრო კონკრეტულად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ფარაონი“-ს შორის, 2023 წლის 3 აპრილს გაფორმებული N02.01/30/118 ხელშეკრულების ფარგლებში, აღებულ იქნა ვალდებულება, ქ. თბილისში, ვაკის რაიონში, უჩანეიშვილის ქ. №2-ის მიმდებარედ საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებზე. თუმცა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ, ობიექტზე პერიოდულად ჩატარებული ინსპექტირებების შედეგად, ნათლად გამოჩნდა რომ ზემოაღნიშნული სამუშაოები არ მიმდინარეობდა, რის გამოც, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა 2023 წლის 21 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება შეეწყვიტა აღნიშნული ხელშეკრულება.

ამ ეტაპზე, ზემოაღნიშნული სამუშაოები შეჩერებულია და მისი მოკლე ვადებში არ გაგრძელების შემთხვევაში საფრთხე შეექმნება უკვე განხორციელებული სამუშაოების მდგრადობას.

ასევე, მოსახლეობას უწევს შემოვლითი გზით სარგებლობა, რაც აძნელებს მათ გადაადგილებას. გარდა ამისა, უხვი ნალექის მოსვლის შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ დაზიანდება უკვე განხორციელებული სამუშაოები.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

21 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები