დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისის უბნები, სადაც 10 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

თბილისის უბნები, სადაც 10 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2023-07-10 10:55:54

10 ივლისს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიტაიას, კლდიაშვილის, კონსტიტუციის, ფიროსმანის, გოგოლის, ჩუბინაშვილის, ნინოშვილის, ვიქტორ დოლიძის, გოგი დოლიძის და მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩების  მოსახლეობას. 

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს I, II მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის  I კვარტალის (ნაწილობრივ), ჟღენტის, მარგიანის, შალვა ნუცუბიძის და პაბლო პიკასოს  ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირს, გაგარინის, ბროწეულის, გოძიაშვილის, იასამნის, ბახტრიონის, საბურთალოს და სულხან ცინცაძის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტალის (ნაწილობრივ), ალუბლების და სულაქველიძის ქუჩების მოსახლეობას. 

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და მარატ ნოზაძის ქუჩის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭრებალოს, ულიანოვის და ანდრონიკაშვილის ქუჩების მოსახლეობას. 

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), ევდოშვილის, ყიფიანის, ქუთაისის და აგლაძის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი შინდისის (ნაწილობრივ), გორგასალის, დიმიტრი გულიას, დიდი ხეივნის და გულუას  ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოქროყანის დასახლების (ნაწილობრივ), ორთაჭალის, ჯაფარიძის, კრწანისის და ვოლსკის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ვაზისუბნის  დასახლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის  I, II, IIა III, IV 

მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვარკეთილი-3 I, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მარშალ იოზეფ პილსუდსკის გამზირის (ნაწილობრივ), ზურაბ პატარიძის,  ვაზის, ჯუმბერ ლეჟავას, შალვა მშველიძის, შანდორ პეტეფის, ხელოვანთა, დავით კვაჭანტირაძის, ნიკო მუსხელიშვილის და კუპრაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: არაყიშვილის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები