დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისში, 6 თვეში ავტობუსებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ 83 მილიონს გადააჭარბა

თბილისში, 6 თვეში ავტობუსებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობამ 83 მილიონს გადააჭარბა

2023-07-24 10:00:25

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ, Business Insider Georgia-თვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის 6 თვეში ავტობუსებით საშუალოდ გადაყვანილია 83,880,873 მგზავრი. 

თბილისში, 2023 წლის მონაცემებით ავტობუსებით თვეში საშუალოდ 13,980,146 მგზავრის გადაყვანა ხდება, ხოლო დღეში 463,430.24 მგზავრის.  

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მონაცემებით, 2021 წელს ავტობუსებით 85,094,533 მგზავრის გადაყვანა განხორციელდა, თვეში - 7,091,211მგზავრის, ხოლო დღეში გადაყვანილი მგავრების რაოდენობამ 233,135.71 შეადგინა. 

2022 წლის მონაცემებით ავტობუსებით 140,214,460 მგზავრია გადაყვანილი. თვეში საშუალოდ - 11,684,538-ის ხოლო დღეში 384,149.21 მგზავრის გადაყვანა განხორციელდა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

4 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები