დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისში აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის მემორიალური დაფა გაიხსნა

თბილისში აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის მემორიალური დაფა გაიხსნა

2024-03-14 17:44:00

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, ქალაქ თბილისში, ირაკლი აბაშიძის N20-ში, აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის სახელობის მემორიალური დაფა გაიხსნა.

 

 გოჩა ჩოგოვაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი იყო წლების განმავლობაში, გახლდათ საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის ვიცე-პრეზიდენტი, რუსეთისა დაჩეხეთის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი, მრავალი საერთაშორისო აკადემიის წევრი, დიპლომატი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთსა და ესპანეთისსამეფოში. პროფესორ გოჩა ჩოგოვაძის სახელმძღვანელოებზე მრავალი თაობა აღიზარდა. მისიმონოგრაფიები მართვის ავტომატიზებული სისტემების დარგის მეცნიერთა და სპეციალისტთასამაგიდო წიგნებია.

 

 „მრავალი წლის განმავლობაში დიდი მეცნიერი, ბატონი გოჩა ჩოგოვაძე, ემსახურებოდა მომავალითაობის აღზრდას, მათ განათლებას, მან დიდ წარმატებებს მიაღწია დიპლომატიურ სამსახურში, აგრეთვე დიდია მისი ღვაწლი ჩვენი ქვეყნისა და ქალაქის წინაშე და ეს მემორიალი არის ისმცირედი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ მისი სახელის უკვდავსაყოფად“, - განაცხადა თბილისისსაკრებულოს თავმჯდომარემ,

გიორგი ტყემალაძემ.

 

 „აკადემიკოსი გოჩა ჩოგოვაძე უდიდესი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე იყო. იმ ფაქტისგათვალისწინებით, რომ პიროვნების გარდაცვალებიდან 5 წელი არ იყო გასული, მემორიალურიდაფის განთავსება სამართლებრივად ვერ ხერხდებოდა. საკითხის გამონაკლისის სახითგანსახილველად აუცილებელი იყო ქუჩისთვის სახელის მინიჭება. თბილისის საკრებულოსსახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის გადაწყვეტილებით, გასულ წელს მოხდა ქუჩის სახელდება. ჩვენი მიზანია ყველა საზოგადო მოღვაწე სათანადოდ დაფასდეს, მემორიალური დაფისგანთავსებაც სწორედ აღნიშნულს ემსახურება“, - განაცხადა კახაბერ ლაბუჩიძემ.

 

მემორიალური დაფის გახსნის ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგიტყემალაძე, საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ლაბუჩიძე, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე, საქართველოსტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე, პროფესორ გოჩა ჩოგოვაძის ოჯახის წევრები, მეგობრები და სტუდენტები დაესწრნენ.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები