დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისში ახალი აეროპორტი აშენდება - პრემიერი

თბილისში ახალი აეროპორტი აშენდება - პრემიერი

2024-04-08 11:52:00

მივიღეთ გადაწყვეტილება, ახალი აეროპორტის მშენებლობის თაობაზე. მომავალ წელს დასრულდება პროექტირება, ტენდერის პროცედურები და ამის შემდეგ, რამდენიმე წელიწადში თბილისს ექნება სრულიად ახალი, ულტრათანამედროვე აეროპორტი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. 

პრემიერის თქმით, ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელსაც მთავრობის გათვლებით ექნება ძალიან სერიოზული ეკონომიკური ეფექტი.

„ახალი საერთაშორისო აეროპორტი ყოველწლიურად 19 მილიონამდე მგზავრის გადაყვანის საშუალებას იძლევა.

აეროპორტი ასევე იქნება სრულ შესაბამისობაში უმაღლეს თანამედროვე სტანდარტებთან.

0,2 პროცენტული პუნქტით მოიმატებს ეკონომიკის ზრდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლების განმავლობაში წლიურად, საშუალოდ, დაახლოებით, 350 მლნ ლარი დაემატება საქართველოს ეკონომიკას“, - აღნიშნა კობახიძემ. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

8 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები