დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისში, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევისთვის 1 თვეში ბიუჯეტში 1.5 მლნ ლარი შევიდა

თბილისში, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევისთვის 1 თვეში ბიუჯეტში 1.5 მლნ ლარი შევიდა

2024-02-23 11:00:00

დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში 41%-ით მეტი თანხა შევიდა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2024 წლის იანვარში თბილისში ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო სახელმწიფო ბიუჯეტში 1,416,746.65 ლარის აკუმულირება მოხდა, 2023 წლის იანვარში კი 1,004,593.25 ლარის.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2023 წლის განმავლობაში დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო 19,024,257.42 ლარი შევიდა, 2022 წელს კი 5,020,614.31 ლარი. წლიურ ჭრილში ზრდა 279%-ია.

  • დედაქალაქში საკრებულოს მიერ დადგენილი პარკირების რეგულირების წესი ვრცელდება ყველა იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ჩერდება ან დგას გზაზე.
  • გზის სავალ ნაწილზე, საგზაო ნიშნით და საგზაო მონიშვნით გამოყოფილია პარკირების ადგილები სადაც განთავსებული შესაბამისი პარკირების ნიშნები.

ავტოტრანსპორტი, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას ექვემდებარება:

თუ ავტომობილი გაჩერებულია „დგომა აკრძალულია “ და „გაჩერება აკრძალულია “ საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში, სამართალდამრღვევი არ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებასთან ან უარს აცხადებს სატრანსპორტო საშუალების აკრძალული ადგილიდან გადაყვანაზე, ხოლო სატრანსპორტო საშუალება აფერხებს მოძრაობას, ქმნის საავარიო ვითარებას ან საცობს;

თუ ავტომობილი გაჩერებულია ფასიანი პარკირების ზონაში 12 საათზე მეტ ხანს და არ არის გადახდილი პარკირების საფასური;

თუ ავტომობილი გაჩერებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის გამოყოფილ სპეციალურ პარკირების ადგილზე და ავტომობილზე არ არის შესაბამისი საცნობი ნიშანი დამაგრებული;

თუ ავტომობილის პარკირება ხელს უშლის საგზაო მოძრაობას და საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს;

დედაქალაქის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დადგენილი ავტოტრანსპორტის პარკირების წესების სხვა დარღვევის შემთხვევაში, თუ ავტოტრანსპორტი აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას;

  • ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევი მძღოლის ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრის მიმართ განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის დაუდგენლობისას პასუხისმგებლობა ეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები