თბილისში, კოსტავას ქუჩაზე ღვინის რესტორანი, გასტრო ბარი „დაირა“ უკვე ოფიციალურად გაიხსნა, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს შეფ გურამ ბაღდოშვილმა განუცხადა.
უკვე ერთი თვეა, რაც გასტრო ბარი „დაირა“ სატესტო რეჟიმში მუშაობს. გასტრო ბარი სტუმრებს სთავაზობს შეფ გურამ ბაღდოშვილის საავტორო კერძებსა და მრავალფეროვანი დაფებს უგემრიელეს ღვინოებთან ერთად.
გასტრო ბართან ერთად გაიხსნა 24 საათიანი ღვინის მაღაზიაც, რომელშიც უდიდეს არჩევანთან ერთად სტუმრებს უკვე გამზადებული წასახემსებლებიც დახვდებათ.
„გასტრო ბარში ერთი თვის განმავლობაში იქნება 30% -იანი ფასდაკლება. ასევე მომხმარებლებს გადაეცემათ ბროშურა, სადაც ჩაწერენ სურვილებსა და შენიშვნებს. „დაირა“ იქნება ქართული კერძების პოპულარიზაციის ერთ-ერთი კერა თბილისში.
გასტრო ბარის ნიშაა ქართული ღვინის პოპულარიზაცია. გასტრო ბარში ასევე წარმოდგენილი იქნება ქართული და საავტორო კერძები. დარბაზში ერთდროულად 40 სტუმრის მიღება იქნება შესაძლებელი. გაიმართება შეხვედრები და ღვინის ირგვლივ საუბრები. ფასები ხელმისაწვდომია და გასტრო ბარის სერვისი ყველა სეგენტზეა გათვლილი“, -ამბობს გურამ ბაღდოშვილი.
უახლესი
9 საათის წინ
ჭიათურაში სამთო-მოპოვებითი საქმიანობა სრულად გაჩერდა11 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7427 ლარი გახდა11 საათის წინ
„ვილა მოსავალი“ ბაზარზე ახალ პროდუქტს გამოიტანს