დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თბილისში შესაძლოა, დუბაის ბიზნეს პალატის წარმომადგენლობა გაიხსნას

თბილისში შესაძლოა, დუბაის ბიზნეს პალატის წარმომადგენლობა გაიხსნას

2023-11-13 12:00:29

თბილისში შესაძლოა, დუბაის ბიზნეს პალატის წარმომადგენლობა გაიხსნას, - ამის შესახებ აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა დავით ცირდავამ Busieness Insider Georgia-თან განაცხადა.

ახლახან, სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნეს პალატის წარმომადგენლები დუბაიში ბიზნესფორუმში მონაწილეობდნენ.

„პირველი შეხვედრა გაიმართა დუბაის პალატის პრეზიდენტთან. ასევე შევხვდით რეგიონულ დირექტორს ახლო აღმოსავლეთსა და დსთ-ს ქვეყნებში. სადაც დაისვა საკითხი თბილისში, დუბაის ბიზნეს პალატის წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებით“, - ამბობს დავით ცირდავა.

ამ დროისთვის, დუბაის ბიზნეს პალატის წარმომადგენლობა ბაქოში ფუნქციონირებს.

„ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად დავაინტერესოთ თბილისით და ინტერესი მართლაც მაღალი არის. ასევე ჩვენ შევხვდით დუბაის ბიზნეს პალატის ბაქოს წარმომადგენელს, ეს პალატა ფარავს საქართველოს, ვიდრე მსგავსი წარმომადგენლობა საქართველოში გაიხსნება“,- ამბობს ცირდავა.

მისი თქმით, მხარეებმა განიხილეს საერთო აქტივობები, რაც საქართველოს დააკავშირებს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან.

ცნობილია, რომ დუბაის ბიზნეს პალატას მსოფლიოს 25 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა.

„მას შემდეგ რაც ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, არაბეთის გაერთიანებული საამიროების მხრიდან არის მზაობა, რომ ბიზნეს პალატა საქართველოშიც გაიხსნას“, - ამბობს ცირდავა.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 10 ოქტომბერს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ("CEPA") ხელი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა − ლევან დავითაშვილმა და საგარეო ვაჭრობის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრმა − თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდმა მოაწერეს.

იგივე თემაზე: 

რა სავაჭრო ურთიერთობები აქვს საქართველოს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და რა იცვლება 10 ოქტომბრიდან

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები