დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თებერვლის განმავლობაში Tsinandali Estate მთელი ოჯახისთვის განკუთვნილ აქტივობებსა და განსაკუთრებულ შეთავაზებებს გიმზადებთ

თებერვლის განმავლობაში Tsinandali Estate მთელი ოჯახისთვის განკუთვნილ აქტივობებსა და განსაკუთრებულ შეთავაზებებს გიმზადებთ

2024-02-17 14:39:00

სიყვარულის თვეს წინანდლის მამულში განსაკუთრებული აქტივობებია დაგეგმილი.

14 თებერვალი
 ვალენტინობისთვის შექმნილი სპეციალური სეტ მენიუები და მუსიკალური საღამოები რესტორნებში:
პრინცი ალექსანდრე - ფორტეპიანო (20:00:00-22:00)
ლაიბრერი ბარი - კლასიკური ჯაზ ტრიო (20:30-23:00)

16 თებერვალი
 19:00 საათი - კოქტეილის მომზადების მასტერკლასი
 21:00 საათი - DJ Vako 

17 თებერვალი
 16:00 საათი - კარლო კაჭარავას გამოფენა და გიორგი მაისურაძის საუბრები: „სიყვარული და პოეზია ჟამიანობის დროს“ 

 18:00 საათი - საბავშვო კულინარიული მასტერკლასი;

 19:00 საათი - რობოტიკისა და პროგრამირების მასტერკლასი ბავშვებისთვის;
2-საათიან შეხვედრაზე ბავშვები შეისწავლიან პროგრამირების საფუძვლებს და დაეუფლებიან შედუღების ხელოვნებას, რის შემდეგაც შეძლებენ მათი შემოქმედების რობოტების გაცოცხლებას. ისინი ასევე აღმოაჩენენ ისეთ ელექტრონულ ელემენტებს, როგორებიცაა: კონდენსატორები, რეზისტორები, სენსორები და LED განათება.

 21:00 საათი - DJ Vako 

18 თებერვალი
 12:00 საათი - რობოტიკისა და პროგრამირების მასტერკლასი ბავშვებისთვის

24 თებერვალი 
 16:00 საათი - მასტერკლასი „მოგზაურობა ემოციების სამყაროში“;
მასტერკლასს გაუძღვება ფსიქოლოგი ქეთი დალინკევიჩი, რომელიც საინტერესო აქტივობებში ამოგზაურებს ბავშვებს. ბავშვები გაეცნობიან ემოციებს სახალისო გზით, შეძლებენ ამოიცნონ, გამოხატონ და მართონ საკუთარი ემოციები, უკეთესად მართონ და გაუმკლავდნენ საკუთარ ემოციებს და უკეთ გაიგონ სხვების გრძნობები.

 18:00 საათი - „ამელის“ თაიგულების ვორქშოპი;
ფლორისტული კომპოზიციების ვორქშოპი, სადაც „ამელის“ ფლორისტები სრულად გაგიზიარებენ თაიგულების დამზადების ტექნიკას და მათთან ერთად ააწყობთ თაიგულებს. თქვენ მიერ დამზადებული კომპოზიცია საჩუქრად გადმოგეცემათ.

 21:00 საათი - DJ Machaidze

დამატებით, მთელი თვის მანძილზე (15, 18, 22, 25, 29 თებერვალს) ლაიბრერი ბარში ტარდება შერჩეული ფილმების კინოჩვენებები. 

მთელი თებერვლის განმავლობაში, SOLO Visa ბარათით გადახდისას სასტუმროს ოთახებზე 1+1 შეთავაზება მოქმედებს. 
დამატებით, SOLO Visa ბარათის მფლობელები ისარგებლებენ 20% ქეშბექით სასტუმროს ოთახებსა და "ენ სემონინ სპას" პროცედურებზე. 

*მასტერკლასებზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი ჩაწერა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ადგილები შეზღუდულია.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები