დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Tesla ჩინეთიდან 1,6 მილიონზე მეტ ელექტრომობილს გაიწვევს

Tesla ჩინეთიდან 1,6 მილიონზე მეტ ელექტრომობილს გაიწვევს

2024-01-06 15:58:00

ამერიკული Tesla პროგრამული უზრუნველყოფის პრობლემების გამო ჩინეთიდან 1,6 მლნ-ზე მეტ ელექტრომობილს იწვევს. ამის შესახებ AFP ქვეყნის ბაზრის რეგულირების სახელმწიფო ადმინისტრაციის (SAMR) განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

გამოწვევა განხორციელდება დისტანციური პროგრამული განახლების გზით და შეეხება 2014-2023 წლებში წარმოებულ მანქანებს, კერძოდ, ჩინური წარმოების Model 3 და Model Y, ასევე იმპორტირებული Model S, Model X და Model 3.

გამოვლენილი პრობლემები დაკავშირებულია მძღოლის დახმარების სისტემასთან და ზრდის შეჯახების რისკს, აღნიშნავენ SAMR-ში. ასევე, 7,5 ათას იმპორტირებულ Tesla-ს აქვს კარების საკეტის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემა.

პარასკევს ვაჭრობაზე Tesla-ს აქციები ფასი 0,3%-ით დაეცა.

დეკემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ Tesla ელექტრომობილის კართან შესაძლო პრობლემების გამო 120 ათასზე მეტ მანქანას იწვევდა. ადრეც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია ავტოპილოტთან დაკავშირებული პრობლემების გამო 2 მილიონზე მეტ ელექტრომანქანას იწვევდა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები