დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თიბისის ანგარიშებიდან თანხის გატანის საკომისიო იზრდება

თიბისის ანგარიშებიდან თანხის გატანის საკომისიო იზრდება

2023-09-14 18:56:38

ფიზიკური პირის მიერ თიბისის ფილიალებისა და სერვისცენტრების სალაროში ანგარიშებიდან თანხის გატანის საკომისიო იზრდება. 

თიბისი ბანკმა მომხმარებელს საკომისიო უკვე გაუგზავნა. 

20 ოქტომბრიდან ფიზიკური პირის მიმდინარე ანგარიშიდან თანხის გატანის საკომისიო განისაზღვრება - 0.6%-ით;  20 ოქტომბრამდე კი ლარში გატანის საკომისიო 0.2%-ია, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 0.25%.

20 ნოემბრიდან ფიზიკური პირის ჩემი სეიფის ანგარიშიდან თანხის გატანის საკომისიო დღეს მოქმედი 0.2%-ის ნაცვლად 0.6% გახდება, ხოლო უცხოურ ვალუტას გატანისას 0,25%-ის ნაცვლად ასევე 0.6% იქნება.

ასევე, 20 ნოემბრიდან ფიზიკური პირის შემნახველი ანგარიშიდან თანხის გატანის საკომისიო განისაზღვრება 0.6%-ით. საკომისიო ვრცელდება, როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორების წესით ანგარიშზე განთავსებული თანხის გატანაზე. ცვლილება ეხება როგორც ლარის, ასევე უცხოური ვალუტის ანგარიშებს.

ბანკომატებიდან თანხის გატანის საკომისიო უცვლელი რჩება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები