დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TIBR-ის ინდექსზე გადასვლა საფინანსო სექტორისთვის და მომხმარებლისთვის უფრო ტექნიკური ცვლილებაა - ალექსანდრე ძნელაძე

TIBR-ის ინდექსზე გადასვლა საფინანსო სექტორისთვის და მომხმარებლისთვის უფრო ტექნიკური ცვლილებაა - ალექსანდრე ძნელაძე

2024-01-26 13:03:00

TIBR-ის ინდექსზე გადასვლა საფინანსო სექტორისთვის და მომხმარებლისთვის უფრო ტექნიკური ცვლილებაა. როგორც Business Insider Georgia-სთან საბანკო ასოციაციის თავმჯდომარემ ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა, რეგიონის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა გადასულია TIBR-ის მსგავს ინდექსზე.

„მსოფლიოში, ზოგადად უცხოურ ვალუტაში, დოლარში ან ევროში ცვლადგანაკვეთიანი სესხების მიბმა ლიბორზე ხდებოდა და არა ამ ქვეყნების ცენტრალური ბანკების რეფინანსირების განაკვეთზე. ცნობილია, რომ ამ ქვეყნებმა ლიბორის ჩანაცვლება უფრო გამჭვირვალე ინდექსებით დაიწყეს. საქართველომაც სწორედ ამ პროცესის პარალელურად დანერგა TIBR-ის ინდექსი, რომელიც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას შეესაბამება. 
TIBR-ის ინდექსი არის გამჭვირვალე ინსტრუმენტი, რომელიც ბაზრის დინამიკას ასახავს. TIBR-ი უკეთესად ასახავს ბაზარზე საპროცენტო განაკვეთების რეალურ მაჩვენებელს. ამიტომ მისი გამოყენება სესხების ინდექსირებისთვის უფრო მიზანშეწონილია“, - განმარტავს ძნელაძე.  


აღსანიშნავია, რომ TIBR-ის ინდექსი სიახლე არ არის. საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ის 2022 წელს დაამტკიცა და მასზე გადასვლა 2023 წლიდან ეტაპობრივად მიმდინარეობს. მსესხებლების დიდი ნაწილი უკვე გადასულია ამ ინდექსზე. 


„გასული წლის განმავლობაში უკვე ერთი მილიარდი ლარის მოცულობის სესხი გაიცა, რომელიც TIBR-ზეა მიბმული. 

პროცესი კარგად მიმდინარეობს, სესხების დიდი ნაწილი გადავიდა ამ ინდექსზე, თუმცა პარალელურად რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხებიც გაიცემოდა“, - ამბობს ძნელაძე.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები