დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის  ბიუჯეტი იზრდება

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი იზრდება

2023-06-01 11:04:20

მთავრობა თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტს ზრდის - დღეიდან პროგრამის ბიუჯეტი 23 მლნ 980 ათასით განისაზღვრა. 

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ „თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ დასაფინანსებლად უზრუნველყოს  2022-2023 წლებში  ჯამურად არაუმეტეს 23 980 000 (ოცდასამი მილიონ ცხრაას ოთხმოცი ათასი) ლარის გამოყოფა“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის დადგენილებაში, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.

ამასთან სუბსიდირების პროგრამა 1-ელი ივნისის ნაცვლად, 1 - ელ ივლისამდე გახანგრძლივდა. 

ყველა ფიზიკური პირი, რომელსაც 0.2 - 3 ჰექტრამდე ფართობი აქვს საკუთრებაში ან სარგებლობაში, იღებს, 1 ჰექტარზე დაანგარიშებით, 500 ლარის ოდენობით დახმარებას. 

„აპრილის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით,  თხილის კადასტრში 85 ათასამდე ბენეფიციარის 45.000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღის რეგისტრაცია განხორციელდა. აპრილის მდგომარეობით, ფერმერების 90 %-ზე მეტს აგრობარათებზე დარიცხული აქვთ თანხა, რომლის გამოყენებაც შეუძლიათ შესაბამისი მიზნობრიობით“, - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები