დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ იახტების იმპორტი განახორციელა

TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ იახტების იმპორტი განახორციელა

2024-05-10 10:00:00

ქვეყანაში შემოყვანილი იახტების ღირებულება 94%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში 639.51 ათასი დოლარის ღირებულების იახტები და სხვა მოცურავე საშუალებების იმპორტი განხორციელდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 328.83 ათასი დოლარის. 

საქართველოსთვის იახტები და სხვა მოცურავე საშუალებების პირველი იმპორტიორი ქვეყანა ბელგიაა, რომელზედაც პირველ კვარტალში განხორციელებული იმპორტის 51%-ი მოდის. 

TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ იახტების იმპორტი მოახდინა:

  • ბელგია - 327.32 ათასი დოლარი
  • აშშ - 158.91 ათასი დოლარი
  • უკრაინა - 63.53 ათასი დოლარი
  • პორტუგალია - 46.47 ათასი დოლარი
  • კანადა - 21.62 ათასი დოლარი.

წლიურ ჭრილში იახტებისა და სხვა მოცურავე საშუალებების იმპორტის კუთხით რეკორდული მაინც 2022 წელი იყო, როდესაც ქვეყანამ 4,125.28 ათასი დოლარის ღირებულების იახტები იყიდა. 2023 წელს 3,584.42 ათასი დოლარის ღირებულების იახტების შეძენა მოხდა, რაც 13%-იან კლებას აჩვენებს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები