დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო დანიაში ყიდის და ყიდულობს

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო დანიაში ყიდის და ყიდულობს

2024-01-04 12:00:00

დანიაში ექსპორტი 43%-ითაა შემცირებული. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან დანიაში 1,608.18 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიგზავნა, მაშინ როდესაც 2022 წლის 11 თვეში ექსპორტი 2,825.28 ათას დოლარს შეადგენდა. 2021-2022 წლებში დანიაში ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა 2023 წელს უკვე შემცირება დაიწყო.

საქართველოდან დანიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქცია კოსმეტიკური საშუალებებია.

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო დანიაში ყიდის:

  • კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 1,184.69 ათასი დოლარი,
  • მანგანუმის ოქსიდები - 152.50 ათასი დოლარი,
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 77.85 ათასი დოლარი,
  • სატვირთო ავტომობილები - 58.60 ათასი დოლარი,
  • საკვოიაჟები, ჩემოდნები, სამგზავრო ხელჩანთა-ჩემოდნები და სხვა - 25.19 ათასი დოლარი.

რაც შეეხება იმპორტს, ზრდა 57%-ს შეადგენს. 2023 წლის 11 თვეში საქართველომ დანიიდან 37,279.81 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 23,751.05 ათასი დოლარის.

დანიიდან იმპორტმა რეკორდს 2023 წელს უკვე მიაღწია. დანიიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვია.

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო დანიიდან ყიდულობს:

  • მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცოცხალი - 5,408.72 ათასი დოლარი,
  •  ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 1,705.84 ათასი დოლარი,
  • ყველი და ხაჭო - 1,491.87 ათასი დოლარი,
  • ფეხსაცმელი რეზინის, პოლიმერული მასალის, ტყავის ძირითა და ტყავის ზედაპირით - 1,430.78 ათასი დოლარი,
  • ფერმენტები; ფერმენტული პრეპარატები სხვა ადგილას დაუსახელებელი - 1,423.65 ათასი დოლარი.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები