დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
TOP-5 პროდუქტი, რითაც საქართველო და საბერძნეთი ვაჭრობენ

TOP-5 პროდუქტი, რითაც საქართველო და საბერძნეთი ვაჭრობენ

2023-11-02 14:00:08

2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ საბერძნეთიდან 36,987.86 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია იყიდა, რაც 11%-ით ნაკლებია 2022 წლის სამივე კვარტლის მაჩვენებლებზე.  საბერძნეთიდან იმპორტის 38%-ი ნავთობპროდუქტებს უკავია.

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო საბერძნეთიდან ყიდულობს:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 14,134.68 ათასი დოლარი,
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 5,793.84 ათასი დოლარი,
  • საღებავები და ლაქები ბუნებრივი პოლიმერების საფუძველზე, წყლიან გარემოში გახსნილი - 1,549.10 ათასი დოლარი,
  • სამკურნალო საშუალებები დაუფასოებელი - 757.56 ათასი დოლარი,
  • საღებავები და ლაქები სინთეზური პოლიმერების ან ქიმიურად მოდიფიცირებული საფუძველზე - 745.21 ათასი დოლარი.

საბერძნეთში ექსპორტი 98%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ საბერძნეთში ექსპორტზე 7,977.02 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 4,020.37 ათასი დოლარის. საბერძნეთში განხორციელებულ ექსპორტში 60,5%-ი ნავთობპროდუქტებზე მოდის.

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო საბერძნეთში ყიდის: 

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 4,828.82 ათასი დოლარი,
  • ფქვილი და გრანულები ხორცის, თევზის ან კიბოსნაირებისაგან - 498.95 ათასი დოლარი,
  • ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 362.56 ათასი დოლარი
  • ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 361.46 ათასი დოლარი,
  • ტყვია დაუმუშავებელი - 356.12 ათასი დოლარი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები