დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წელს 4 000-მდე სტუდენტისა და ახალგაზრდისთვის ბანაკები ანაკლიასა და შაორში მოეწყობა

წელს 4 000-მდე სტუდენტისა და ახალგაზრდისთვის ბანაკები ანაკლიასა და შაორში მოეწყობა

2024-03-06 09:05:00

წელს ბანაკები განხორციელდება როგორც ანაკლიაში, ასევე შაორში და მასში 4 000-მდე სტუდენტი და ახალგაზრდა ჩაერთვება, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამინისტროს სურვილია, რომ ბანაკში ყოფნის პერიოდი უფრო შემეცნებითი, სპორტული და კულტურული ღონისძიებებით დატვირთონ, მათ შორის ცნობილი სპორტსმენების, ხელოვანების, მომღერლებისა თუ მწერლების მონაწილეობით.

„რა თქმა უნდა, ბანაკები არის და იქნება ყოველთვის მნიშვნელოვანი მიმართულება ახალგაზრდებისთვის. ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს პროექტი კიდევ უფრო დაგვეტვირთა შინაარსობრივად და რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის ყოფილიყო ხელმისაწვდომი. ამიტომ, წელს აღნიშნული ბანაკები განხორციელდება როგორც ანაკლიაში, ასევე შაორში და 4 000-მდე სტუდენტი და ახალგაზრდა ჩაერთვება ამ მიმართულებაში, სადაც ასევე 400-მდე ახალგაზრდა იქნება დასაქმებული.

აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რაც გვინდა რომ შემოვიტანოთ, არის, რომ შინაარსობრივად ბანაკებში გატარებული დრო გვინდა რომ უფრო შემეცნებითი, სპორტული და კულტურული ღონისძიებებით დავტვირთოთ, მათ შორის ცნობილი სპორტსმენების, ხელოვანების, მომღერლების თუ მწერლების მიყვანით, რომ უფრო აქტიური საბანაკე პერიოდი გაატარონ ჩვენმა ახალგაზრდებმა და არ იყოს ეს მხოლოდ იმ დღის წესრიგით დატვირთული აქტივობებით, რომელსაც ბანაკი მოიცავს. ამ კუთხით წელს რაოდენობაც საკმაოდ მასშტაბური გვექნება. ჩვენ არ გვინდოდა შემოვფარგლულიყავით იმ ბანაკებით, რომელიც ისედაც ყოველ წელს ხორციელდება და ვიფიქრეთ, რომ სხვადასხვა ინტერესის მიხედვით სხვადასხვა ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, სტუდენტებს ასევე გავუკეთოთ თემატური ბანაკები. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თითოეულ ინტერესის სფეროს, ვინაიდან ყველას მოგვეხსენება, რომ ახალგაზრდებს ინტერესები გააჩნიათ და ჩვენ გვინდა, თითოეულ მათგანს ვუპასუხოთ, შესაბამისად, შევქმნათ ისეთი სერვისები და პროდუქტი, რომელიც მისცემს მათ სრული რეალიზების საშუალებას. ამიტომ შემოვიტანეთ თემატური ბანაკები, რომელიც პერიოდულად გამოცხადდება და განხორციელდება სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებისთვის.

წელს ჯარის ბანაკი გაცილებით უფრო გაფართოვდება, როგორც რაოდენობის, ასევე ლოკაციისა და შინაარსის თვალსაზრისით. ეს განხორციელდება კოჯორში, საჩხერესა და ახალქალაქის ბაზებზე. ეს მიმართულება უდიდესი მოთხოვნით სარგებლობს“, - განაცხადა ამილახვარმა.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები