დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წელს ბათუმობა 27-28 აპრილს გაიმართება

წელს ბათუმობა 27-28 აპრილს გაიმართება

2024-04-19 12:22:00

წელს ბათუმობა 27-28 აპრილს გაიმართება. ,,ბათუმობა 2024“-ის ძირითადი ღონისძიებები ბათუმის ბულვარში, საზაფხულო თეატრისა და ბულვარის კოლონადების მიმდებარედ გაიმართება. მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ბოტანიკური ბაღისა და საზღვაო აკადემიის კუთხეები, მუზეუმისა და სამხატვრო აკადემიის გამოფენები, გასტრონომიული, ასევე საბავშვო კუთხე. დაგეგმილია თოჯინების თეატრის სპექტაკლები და ბათუმის კულტურის ცენტრის შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტები.

ბათუმობის ფარგლებში გაიმართება საპატიო ბათუმელების დაჯილდოება. ,,ბათუმობა 2024“ გალაკონცერტით დასრულდება.

 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები