დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წელს ბათუმში 4 ახალი სპორტული მოედანი მოეწყობა, ხოლო 21 მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

წელს ბათუმში 4 ახალი სპორტული მოედანი მოეწყობა, ხოლო 21 მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

2024-02-04 12:00:00

წელს ბათუმში 4 ახალი სპორტული მოედანი მოეწყობა, ხოლო 21 მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ახალი სპორტული მოედნები მოეწყობა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ასევე ძმები ნობელების ქუჩასა და ხახულის მე-2 შესახვევში.

ამ ეტაპზე სპორტული მოედნის რეაბილიტაცია ხორციელდება ჯავახიშვილის ქ. #73-ში. სამუშაოების ფარგლებში დაიგება ხელოვნური მწვანე საფარი, გამოიცვლება კალათბურთის ფარები, ფეხბურთის კარები, ლითონის კონსტრუქციები შეიცვლება ახლით, ასევე დამონტაჟდება ლითონის მავთულბადე.

მუნიციპალური სერვისების სააგენტოს მიერ ხორციელდება 20 სპორტული მოედნის რეაბილიტაცია შემდეგ მისამართებზე:

▪️ ი. ჯავახიშვილის ქ. #73

▪️ ლერმონტოვის ქ. #104/106

▪️ გუდიაშვილის ქ. #18/20

▪️ კოტე აფხაზის ქ. #4

▪️ მელიქიშვილის ქ. #60

▪️ რურუას ქ. #12

▪️ წმ. სევერიანე აჭარელის ქ. #55/23

▪️ წმ. სევერიანე აჭარელის ქ. #3

▪️ შ. ხიმშიაშვილის ქ. #25

▪️ ტბელ აბუსერიძის ქ. #27

▪️ აღმაშენებლის ქ. #26

▪️ სვიმონ კანანელის ქ. #1

▪️ ზურაბ გორგილაძის ქ. #54/62

▪️ აფხაზეთის ქ. #10

▪️ ს. ხიმშიაშვილის ქ. #100

▪️ ხანძთის ქუჩა

▪️ ი. ჯავახიშვილის ქ. #45-47

▪️ 26 მაისის ქ. #55-57

▪️ მარკოზ აჭარელის ქ. #4

▪️ სერგი მესხის ქ. #38

ხოლო საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ განხორციელდება ძმები ნობელების ქ. #18-ის მიმდებარედ არსებულ სკვერის რეაბილიტაცია.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები