დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ცენტრალური ბანკების მიერ ოქროს შესყიდვის მაჩვენებელი გაორმაგდა - სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი

ცენტრალური ბანკების მიერ ოქროს შესყიდვის მაჩვენებელი გაორმაგდა - სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი

2024-04-29 12:37:00

ცენტრალური ბანკების მიერ ოქროს შესყიდვის მაჩვენებელი გაორმაგდა - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა, რომელმაც გლობალური ტენდენციების ფონზე სებ-ის გადაწყვეტილება შეაფასა, საერთაშორისო რეზერვებისთვის მონეტარული ოქრო დაემატებინა. მიქაბაძის თქმით, 2023 წელს მსოფლიოში ოქროზე მოთხოვნა გაიზარდა და ამ მოთხოვნაში დიდი წილი ცენტრალური ბანკების მხრიდან დაფიქსირდა. 

„სავალუტო რეზერვებში ოქროს განთავსება ცენტრალური ბანკების მიერ არახალია, თუმცა 2022 წლიდან ეს ტენდენცია მეტად შესამჩნევი გახდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ განვითარებადი ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა დაიწყეს ოქროს შესყიდვა. 2023 წელს ძალიან მაღალი იყო ოქროზე მოთხოვნა და ამ მოთხოვნის უდიდესი წილი ცენტრალური ბანკების მოთხოვნაზე მოდიოდა. ცენტრალური ბანკების მიერ ოქროს შესყიდვის მაჩვენებელი გაორმაგდა. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობდნენ განვითარებადი ქვეყნები. ამ მხრივ აღსანიშნავია, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები: პოლონეთი, ჩეხეთი. შუა აზიის ქვეყნებმაც შეისყიდეს მონეტარული ოქრო. ეს არის იმ გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, რომელიც განვითარდა 2022 წელს და შემდგომ უკვე ესკალაციაც განიცადა. ასევე ინფლაციურად დაძაბულმა გარემომ, რომელიც მსოფლიოში ფიქსირდებოდა, არ შეიძლება, რომ გავლენა არ ჰქონოდა ცენტრული ბანკების გადაწყვეტილებაზე უფრო უსაფრთხო, შემნახავ სანდო აქტივში განეთავსებინათ დანაზოგები“, - აღნიშნა მიქაბაძემ. 

უახლესი

2 საათის წინ

4 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები