დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წითელი ზღვის კრიზისს FedEx-ზე გავლენა არ აქვს - კომპანიის CEO

წითელი ზღვის კრიზისს FedEx-ზე გავლენა არ აქვს - კომპანიის CEO

2024-01-15 20:00:00

აშშ-ის ამანათების მიწოდების გიგანტი FedEx Corp-ი (FDX.N) აცხადებს, რომ  წითელი ზღვის კრიზიის საჰარო გადაზიდვების ტარიფებზე გავლენა ჯერ არ ჰქონია. 

„საზღვაო გადაზიდვები შეადგენს გლობალური ვაჭრობის 90%-ს, ასე რომ, მცირე ცვლილებასაც კი ექნება გავლენა, მაგრამ ჩვენ ჯერ ეს შედეგები არ გვინახავს”, - თქვა აღმასრულებელმა დირექტორმა რაჯ სუბრამანიამმა კვირას საცალო ვაჭრობის ეროვნულ კონფერენციაზე.

სუბრამანიამმა, რომელმაც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის სადავეები 2022 წლის ივნისში აიღო, თქვა, რომ საჰაერო გადაზიდვების ტარიფები სტაბილური დარჩა.

ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების თავდასხმებმა წითელ ზღვაში, საკონტეინერო გემები აიძულა  ტრანსპორტირების საჰაერო ან სარკინიგზო ალტერნატივები მოძებნონ, რათა თავიდან აიცილონ ცარიელი კონტეინერების თაროების და ფინანსური კრიზისი ამ გაზაფხულზე.

ამის შესახებ აღმასრულებლებმა და ექსპერტებმა Reuters-ს განუცხადეს.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები