დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ცხვრის ექსპორტი 104%-იან ზრდას აჩვენებს

ცხვრის ექსპორტი 104%-იან ზრდას აჩვენებს

2024-01-03 10:00:00

2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ ექსპორტზე 42,904.88 ათასი დოლარის ცოცხალი ცხვრები და თხები გაიყვანა, ეს მაჩვენებელი კი 2022 წლის ანალოგური პერიოდის მონაცემებთან 104%-იან ზრდას აჩვენებს. 2022 წლის 11 თვეში ქვეყანამ ექსპორტზე 21,010.17 ათასი დოლარის ღირებულების ცოცხალი ცხვარი გაიყვანა ექსპორტზე.

მიმდინარე მაჩვენებლები 2009 წლის შემდეგ ყველაზე მაქსიმუმია, რადგანაც თანხობრივად ექსპორტი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

მიმდინარე წელს საქართველო ცხვრის ექსპორტი სულ 8 ქვეყანაში განახორციელა, საიდანაც ლიდერი საუდის არაბეთია, რომელზედაც ექსპორტის 36%-ი მოდის.

სად ყიდის საქართველო ცხვარს?

  • საუდის არაბეთი - 15,477.53  ათასი დოლარი,
  • აზერბაიჯანი - 14,482.81  ათასი დოლარი,
  • ერაყი - 7,415.39  ათასი დოლარი,
  • ქუვეითი - 3,086.43  ათასი დოლარი,
  • ირანი - 1,050.25  ათასი დოლარი,
  • კატარი - 796.25  ათასი დოლარი,
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 480.53  ათასი დოლარი,
  • ლიბანი - 115.68  ათასი დოლარი.


 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები