დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთი შესაძლოა, 8%-მდე შემცირდეს - Galt & Taggart-ი

წლის ბოლოსთვის რეფინანსირების განაკვეთი შესაძლოა, 8%-მდე შემცირდეს - Galt & Taggart-ი

2024-04-30 16:55:00

Galt & Taggart-ი წლის ბოლომდე რეინანსირების განაკვეთის 8%-მდე შემცირებას პროგნოზირებს. ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის მიმოხილვაშია ნათქვამი. 

„2024 წლის 13 მარტს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა საბაზისო განაკვეთი 0,75 პროცენტული პუნქტით  8,25%-მდე შეამცირა. დაბალი ინფლაციური გარემოს და წითელ ზღვაში დაძაბულობის შემცირებული ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, ჩვენ ველოდებით შემდგომ 0,25 პროცენტული პუნქტით განაკვეთის შემცირებას 8.0%-მდე საბაზისო სცენარში 2024 წლის ბოლოსთვის“,- ნათქვამია მიმოხილვაში. 

შეგასხენებთ, რომ სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 8 მაისს ჩატარდება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები