დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად ფასები ტრანსპორტის ჯგუფში შემცირდა

წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად ფასები ტრანსპორტის ჯგუფში შემცირდა

2023-07-03 11:42:06

2023 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.6 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 4.0 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის მონაცემებით, წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად ფასები ტრანსპორტის ჯგუფში 11.6 პროცენტით შემცირდა, რაც -1.45 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.

ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-18.4 პროცენტი)

სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2.0 პროცენტი).

ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (5.9 პროცენტი);

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

8 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები