დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ცნობილია, მსოფლიოში პირველი ქალი, რომლის ქონებამ $100 მილიარდს მიაღწია

ცნობილია, მსოფლიოში პირველი ქალი, რომლის ქონებამ $100 მილიარდს მიაღწია

2023-12-29 08:16:00

L'Oreal-ის კოსმეტიკის კომპანიის მემკვიდრე ფრანსუაზა ბეტანკურ მეიერსი გახდა პირველი ქალი მსოფლიოში, რომლის ქონებამაც 100 მილიარდ დოლარს მიაღწია.

როგორც Bloomberg წერს, L'Oreal-ის კოსმეტიკის კომპანიის მემკვიდრის ქონება $100.2 მილიარდამდე გაიზარდა, ამ ზრდას ხელი შეუწყო 1909 წელს ბაბუის მიერ დაარსებულ L'Oreal-ის აქციებზე რეკორდულმა მაღალმა ფასებმა.

70 წლის ფრანსუაზა ბეტანკურ მეიერსი კომპანიის ვიცე-თავმჯდომარეა, რომლის ღირებულებაც 268 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, ის და მისი ოჯახი ფლობენ აქციების 35%-ს.

ჟურნალმა Forbes-მა L'Oreal-ის მემკვიდრე სამჯერ დაასახელა მსოფლიოს უმდიდრეს ქალად 2021, 2022 და 2023 წლებში

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები