დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ცნობილია, როდის დაასრულებს აზერბაიჯანი ზანგეზურის დერეფნის მონაკვეთის მშენებლობას, რომლითაც ტრანზიტი თურქეთში საქართველოს გვედის ავლით მოხდება

ცნობილია, როდის დაასრულებს აზერბაიჯანი ზანგეზურის დერეფნის მონაკვეთის მშენებლობას, რომლითაც ტრანზიტი თურქეთში საქართველოს გვედის ავლით მოხდება

2024-01-11 16:57:00

ზანგეზურის დერეფნის აზერბაიჯანის მონაკვეთის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.

ამის შესახებ TRT World-ის სტატიაშია ნათქვამი.

დერეფნის ფარგლებში გზებისა და რკინიგზის მშენებლობა, რომელიც ჩინეთიდან თურქეთამდე მარშრუტს მოემსახურება, სავარაუდოდ, 2024 წლის ბოლოს დასრულდება.

„მიუხედავად იმისა, რომ ზანგეზურის დერეფნის აზერბაიჯანულ ნაწილში რკინიგზისა და გზების მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სომხეთი არ დგამს ნაბიჯებს პროექტის განსახორციელებლად. სომხეთთან შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, აზერბაიჯანი ასევე მუშაობს ალტერნატიულ მარშრუტებზე. ”, - აღნიშნავს ავტორი.

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ გზა, რომლის ზოგიერთ მონაკვეთს აქვს ოთხი ზოლი, ზოგს კი ექვსი, მოიცავს 58 მიწისქვეშა გადასასვლელს, 27 ხიდს და სამ გვირაბს. მშენებლობას, რომელსაც აზერბაიჯანის სახელმწიფო საავტომობილო გზების სააგენტო კოორდინაციას უწევს, თურქული კომპანიები ახორციელებენ.

„თურქეთსა და აზერბაიჯანს ასევე აქვთ სარკინიგზო პროექტი, რომელიც დააკავშირებს თურქეთის ქალაქ ყარსს ნახჩევანთან. პროექტის განხორციელება მიმდინარე წელს დაიწყება. ამ პროექტების დასრულების შემდეგ ახალი სატრანსპორტო კავშირი შეიქმნება თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის. ამავდროულად, თურქეთსა და რუსეთს შორის აზერბაიჯანის გავლით უწყვეტი საავტომობილო და სარკინიგზო კომუნიკაცია“, - ასკვნის სტატიის ავტორი. 

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, სატრანსპორტო თანამშრომლობა მართლაც უაღრესად მომგებიანი იქნება ყველა ქვეყნისთვის, მაგრამ ამავდროულად, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს გააძლიერებს კავშირებს ქვეყნებს შორის. ქვეყნები გახდებიან უფრო ურთიერთდაკავშირებულნი, უფრო ინტეგრირებულნი. ამის შესახებ ალიევმა ჩინურ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

„ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთსა და ევროპაში დამატებითი გზა იქნება. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოს დაახლოებით 70% უკვე შესრულებულია.

ასე რომ, აზერბაიჯანის გავლით, არ იქნება მხოლოდ ერთი მარშრუტი ბაქო-თბილისი-ყარსის გავლით, არამედ, იქნება ზანგეზურის დერეფნის გავლითაც. ეს ყველაფერი შექმნის დამატებით შესაძლებლობებს მეტი ტვირთის გადასაზიდად. ამავდროულად, აზერბაიჯანის გავლით ტრანსპორტირება ასევე განხორციელდება საქართველოს საზღვაო პორტების საშუალებით“, - განაცხადა ალიევმა.

ჯებრაილ-ზანგილან-აღბენდის სატრანსპორტო გზის,ზანგეზურის კორიდორის ნაწილის საფუძვლის ჩაყრის ცერემონია 2021 წლის 26 ოქტომბერს გაიმართა.ილჰამ ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ზანგეზურის კორიდორს საფუძველი ჩაუყარეს და სამუშაობს გაეცვნენ. 

ზანგეზურის დერეფანი გულისხმობს აზერბაიჯანის ძირითადი ტერიტორიის დაკავშირებას მისგან მოწყვეტილ ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან და აქედან კი თურქეთთან, სომხეთის სიუნიქის რეგიონის გავლით. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები