დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თუ მაგისტრატურა ერთწლიანი გახდა, ქართული ბაზარი კონკურენტუნარიანი იქნება უცხოელი სტუდენტებისთვისაც - კახა შენგელია

თუ მაგისტრატურა ერთწლიანი გახდა, ქართული ბაზარი კონკურენტუნარიანი იქნება უცხოელი სტუდენტებისთვისაც - კახა შენგელია

2024-02-25 23:11:00

„კავკასიის უნივერსიტეტის” პრეზიდენტი და „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მფლობელი, კახა შენგელია Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ თუ მაგისტრატურაზე სწავლა ერთწლიანი გახდება (60კრედიტი), ეს იქნება ცალსახად დადებითი გადაწყვეტილება. 

„მთელ მსოფლიოში, ევროპასა და აშშ-ში ძალიან ბევრ კარგ უნივერსიტეტს აქვს ერთწლიანი მაგისტრატურა. თუ საქართველოში მაგისტრატურა ერთწლიანი გახდა, ეს კონკურენტუნარიანს გახდის ქართულ ბაზარს უცხოელი სტუდენტებისთვისაც. ასევე რა თქმა უნდა გადამხდელს უზოგავს თანხებსაც. ეს გადაწყვეტილება ცალსახად დადებითია“, - ამბობს კახა შენგელია. 

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებში ნაწილობრივ ელექტრონულად სწავლის მოდელზე გადასვლას, კახა შენგელიას შეფასებით, ეს ცვლილებაც დროულია. 

„განათლება ვერ იქნება ისეთი, როგორიც იყო პანდემიამდე. მსოფლიო იცვლება, ჩვენც უნდა ავუწყოთ ცვლილებებს ფეხი. თუ ჩავრჩით განათლებაში საბჭოთა კავშირის დონეზე, წინ ვერ წავალთ“, - ამბობს „კავკასიის უნივერსიტეტის” პრეზიდენტი და „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მფლობელი. 

საკანონმდებლო ორგანოში საგაზაფხულო სესიაზე რამდენიმე საკითხზე იმსჯელებენ, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ იქნება ინიციირებული. უკვე ცნობილია, რომ პარლამენტი იმსჯელებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ შესატან ცვლილებებზე, რომლის თანახმადაც შესაძლოა, მაგისტრატურაზე სწავლა ერთწლიანი გახდეს. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები