დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თუ სახელმწიფო ფერმერებისთვის შესყიდვებში თანამონაწილეობას გაზრდის, წარმოებას გავაფართოებთ - „აგრობადე“

თუ სახელმწიფო ფერმერებისთვის შესყიდვებში თანამონაწილეობას გაზრდის, წარმოებას გავაფართოებთ - „აგრობადე“

2024-04-25 11:00:00

კომპანიის დამფუძნებელმა ავთო მაისურაძემ Business Insider Georgia-ს განუცხადა, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეზე მოთხოვნა მზარდია, თუმცა წარმოების მასშტაბს ჯერ ვერ ზრდიან.

მეწარმე ამბობს, რომ ფერმერებს სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების შეძენა სურთ, თუმცა ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებენ.

„როგორც შიდა ქართლში, ისე კახეთში ფერმერები ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ სასურველია აგრობადეების შესყიდვისას სახელმწიფოს თანამონაწილეობის პროცენტი გაიზარდოს. ამ დროისთვის სახელმწიფოს წილი შესყიდვისას 10%-ია. ფერმერების სურვილია, რომ სახელმწიფოს თანამონაწილეობა 30-40%-მდე გაიზარდოს, რადგან ამ ხარჯის გაწევა უჭირთ“. - ამბობს „აგრობადეს“ დამფუძნებელი.

მისი თქმით, თუ შესყიდვებში სახელმწიფოს თანამონაწილეობის პროცენტი გაიზრდება „აგრობადე“ წარმადობას გაზრდის და მზისგანდამცავი ბადეების წარმოებასაც დაიწყებს.

რაც შეეხება ფასებს, „აგრობადეს“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ქართული ნაწარმი თურქულთან და იტალიურთან შედარებით იაფია, თუმცა რეალური მყიდველი მაინც ნაკლებია,

„სეტყვისგან დამცავი ბადე სხვა დეტალისგანაც შედგება. ესაა შემაერთებელი ნაწილები, მავთული, ტროსი, ბეტონის ბოძი. ასევე ხარჯში შედის მონტაჟი, რაც მთლიანობაში თანხას ზრდის. მაგალითად, 1 ჰექტარზე განლაგებული ვაშლის ბაღების შემთხვევაში, აგრობადეს ღირებულება 55-დან 60 ათას ლარამდეა. ვენახის შემთხვევაში, როცა ბადეები გვერდიდან კეთდება, 1 ჰექტრის დაფარვა დაახლოებით 15 ათასი ლარი ღირს“, - ამბობს მეწარმე.

ქარელის რაიონის სოფელ რუისში 2023 წელს გახსნილი საწარმო „აგრობადე“, ერთად-ერთია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე სეტყვის საწინააღმდეგო ბადეს აწარმოებს. საწარმო 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და როგორც დამფუძნებელი ამბობს, ბადის წარმადობა დღე-ღამეში 5-დან 7 ათას კვადრატულ/მეტრს შეადგენს .

კომპანია „აგრობადეს“ ქარხანა $0.5 მილიონის ინვესტიციით შექმნა, საიდანაც $150 000 USAID-ის დაფინანსება იყო, დანარჩენი კი დამფუძნებლების პირადი ინვესტიცია და სახელმწიფოს დაბალპროცენტიანი კრედიტი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

14 საათის წინ

14 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები