დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თურქეთი ელექტრომობილების გაყიდვებით ევროპელ ლიდერებს შორის მეექვსე ადგილზეა 

თურქეთი ელექტრომობილების გაყიდვებით ევროპელ ლიდერებს შორის მეექვსე ადგილზეა 

2024-01-09 09:00:00

ევროპული ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) მონაცემებით, თურქეთი „სრულიად ელექტრო“ მანქანების გაყიდვით ევროკავშირის ბევრ ქვეყანას უსწრებს.

თურქეთმა ამ სეგმენტში მეექვსე ადგილი დაიკავა და გაუსწრო ისეთ ქვეყნებს როგორიცაა იტალია, ესპანეთი, ავსტრია, დანია და ფინეთი. 2023 წელს ქვეყანაში ამ ტიპის 65 562 ავტომობილი გაიყიდა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში წამყვანმა ევროპულმა და აზიურმა ბრენდებმა თურქეთის ბაზარზე თავიანთი უახლესი მოდელები წარადგინეს. ელექტრომობილების გარდა, თურქეთის ბაზარზე ჰიბრიდული ძრავების მქონე მანქანების რაოდენობაც იზრდება. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ელექტრომობილების მიმართ მომხმარებლის ინტერესი საკმაოდ მაღალია.

მთლიანობაში, თურქეთის სამგზავრო და მსუბუქი კომერციული მანქანების ბაზარი 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, 57,4%-ით გაიზარდა. ამრიგად, ინდუსტრიამ პირველად 1 მილიონიან მაჩვენებელ გადააჭარბა და 1 232 635 ერთეული ავტომობილი გაიყიდა. ამას ავტომობილების დისტრიბუტორთა და მობილურობის ასოციაციის (ODMD) მონაცემები მოწმობს.

იმავდროულად, ჰიბრიდული და ელექტრომობილების მთლიანმა გაყიდვებმა გადააჭარბა დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვებს.

თურქეთის საავტომობილო ბაზარზე ელექტრომობილების წილის ზრდის ტენდენცია კვლავ მაღალია ევროპის საავტომობილო ბაზრებთან შედარებით.

ACEA-ს მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ევროპაში „სუფთა ელექტრომობილების“ (BEV) გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48,2%-ით გაიზარდა და1,378,441 ერთეულს  მიაღწია.

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები