დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თურქეთის ეკონომიკური ზრდა II კვარტალში 3.8%-მდე შენელდა

თურქეთის ეკონომიკური ზრდა II კვარტალში 3.8%-მდე შენელდა

2023-08-31 19:00:23

თურქეთის ეკონომიკა 2023 წლის მეორე კვარტალში წინა წელთან შედარებით 3,8%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის სტატისტიკური ინსტიტუტი (TurkStat) ავრცელებს. 

შესაბამისად, აღდგენის ტემპი გარკვეულწილად შემცირდა პირველ კვარტალში 3.9%-იანი ზრდის შემდეგ.

თუმცა, მიმდინარე მაჩვენებლები ანალიტიკოსების მოლოდინებზე უკეთესი აღმოჩნდა, რომლებიც საშუალოდ 3.5%-იან ზრდას პროგნოზირებდნენ.

სამომხმარებლო ხარჯები გასულ კვარტალში 15.6%-ით გაიზარდა.

საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო ხარჯები გაიზარდა 5,3%-ით, ინვესტიციები - 5,1%-ით.

აპრილ-ივნისში ექსპორტი 9%-ით შემცირდა, იმპორტი კი 20.3%-ით გაიზარდა.

თურქეთის მშპ მეორე კვარტალში წინა სამ თვესთან შედარებით 3,5%-ით გაიზარდა. იანვარ-მარტში, შესწორებული მონაცემებით, კლება 0,1%-ის დონეზე დაფიქსირდა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

7 წუთის წინ

19 წუთის წინ

36 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები