დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თურქეთის ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვები რეკორდულ ნიშნულზეა

თურქეთის ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვები რეკორდულ ნიშნულზეა

2023-12-07 19:30:17

თურქეთის ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვები გასულ კვირას 3,656 მლრდი აშშ დოლარით გაიზარდა [2,7%-ით] და 140,149 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.

როგორც თურქული მედია წერს, ეს თანხა რეკორდულად ითვლება თურქეთის ცენტრალური ბანკის მთელ ისტორიაში.

ცენტრალური ბანკის ოქროსა და სავალუტო რეზერვების წილმა 46,916 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ეს არის $1.420 მილიარდი ან 3.1%  გასული კვირის განმავლობაში.

საანგარიშო პერიოდში ცენტრალური ბანკის რეზერვები სხვადასხვა წამყვან ვალუტაში გაიზარდა 2,236 მლნ აშშ დოლარით, ანუ 2,5%-ით და 93,233 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები