დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თურქეთში ინფლაცია 38,21%-მდე შენელდა

თურქეთში ინფლაცია 38,21%-მდე შენელდა

2023-07-06 09:42:00

თურქეთში წლიური ინფლაცია ივნისში 38,21%-მდე შემცირდა. ამის შესახებ გამოცემა Hürriyet ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით იტყობინება.

აღსანიშნავია, რომ ეს ბოლო 18 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

მაისში თურქეთში წლიურმა ინფლაციამ 39,6% შეადგინა.

წლიური თვალსაზრისით ფასების ყველაზე მცირე ზრდა დაფიქსირდა უძრავი ქონების სექტორში - 14,7%. ფასები ყველაზე მეტად სასტუმროსა და კვების სექტორში გაიზარდა - 67,2%. ჯანდაცვა გაძვირდა 65,7%-ით, საკვები და გამაგრილებელი სასმელები წლის განმავლობაში - თითქმის 54%-ით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები