დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თურქეთში საცხოვრებლის ქირა წლიურ ჭრილში 128%-ით გაძვირდა

თურქეთში საცხოვრებლის ქირა წლიურ ჭრილში 128%-ით გაძვირდა

2023-11-23 10:00:08

შემფასებელი კომპანია Endeksa-ს მონაცემებით, თურქეთში გაქირავების ფასები ოქტომბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 127,9%-ით გაიზარდა.

ზრდა განსაკუთრებით შესამჩნევია დიდ ქალაქებში. სტამბულში ქირის ფასები 91%-ით გაძვირდა,ხოლო იზმირში 131%-ით და ანკარაში 178%-ით.

სტამბოლში 100 მ2 ფართის სახლის ქირის საშუალო ღირებულებამ 17 ათას 111 თურქულ ლირას (594 აშშ დოლარი) მიაღწია. ირკვევა, რომ მინიმალური ხელფასის მქონე ადამიანს, რომელიც გამოიმუშავებს 11402 ლირას, თავისი ხელფასით შეუძლია სახლის ქირის მხოლოდ 67% დაფაროს. იგივე მაჩვენებელია ანკარაში 82%, ხოლო იზმირში 75%.

Habertürk-ის Esra Toptaş-ის ცნობით, ოქტომბერში სახლის გაყიდვები წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 8,7%-ით დაეცა. კლების მიუხედავად, თურქეთში სახლების საშუალო ფასი წლიურ ჭრილში 103%-ით გაიზარდა.

სტამბოლში სახლების ფასები გაიზარდა 89,6%-ით, ხოლო ანკარასა და იზმირში 121,1%-ით და 98%-ით, შესაბამისად. ანალოგიურად, საცხოვრებლის ფასები ტურისტულ ანტალიაში გაიზარდა 91%-ით, ადანაში 74,7%-ით, მუგლაში 110%-ით და ტრაპზონში 99,3%-ით.

მსგავსი მახასიათებლების მქონე სახლი სტამბულში 4,2 მილიონი ლირა ეღირება, ხოლო კვადრატული მეტრის ღირებულება 2023 წლის მონაცემებით დაახლოებით 35 ათას 500 ლირაა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები