დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Turkish Airlines-მა მეორე კვარტალში $635 მილიონი მოგება მიიღო

Turkish Airlines-მა მეორე კვარტალში $635 მილიონი მოგება მიიღო

2023-10-04 21:00:43

Turkish Airlines-ი კვლავ აგრძელებს ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებას.  

კომპანიის მოგებამ 2023 წლის მეორე კვარტალში 635 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნული დაახლოებით 10%-ით აღემატება 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებლს (576 მილიონ აშშ დოლარი).

ამასთან 2023 წლის მეორე კვარტალში მიღებული მოგების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება პირველი კვარტლის მონაცემს (233 მლნ აშშ დოლარი), რაც აჩვენებს, რომ კომპანიისთვის საზაფხულო ჯავშნები საკმაოდ მომგებიანია, რასაც დიდი წილი აქვს კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესებაში.

turkish2 - Travel Radar - Aviation News

Turkish Airlines-მა 2023 წლის მეორე კვარტალში 5,149 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო.  რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელი 13,6%-ით აღემატება. თუმცა კომპანიისთვის ხარჯების კონტროლი კვლავ გამოწვევად რჩება. 

კომპანია დადებითად აფასებს მეორე კვარტლის ფინანსურ მონაცემებს და აცხადებს, რომ პანდემიის შემდეგ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოახერხა.  

Turkish Airline's Strategy and Targets for 2023-2033 Period - Turkish  Technology

ცნობისთვის, Turkish Airlines-ი ყოველდღიური ფრენების რაოდენობით ევროპის წამყვან გადამზიდად დასახელდა. 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები