დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ტვირთების ტრანსპორტირების წესი იცვლება - დეტალები

ტვირთების ტრანსპორტირების წესი იცვლება - დეტალები

2023-11-27 20:30:30

რამდენიმე დღეში „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“  №257 ბრძანებაში შეტანილი ცვლილებები შედის ძალაში, რომლის ტვირთების ტრანსპორტირებაში ცვლილებებს რამდენიმე მიმართულებით ითვალისწინებს. 

ორგანოთერაპიისათვის განკუთვნილი ორგანოების, თერაპიული ან პროფილაქტიკური მიზნებისათვის განკუთვნილი ადამიანური ან ცხოველური წარმოშობის ნივთიერებების, მასობრივი ინფორმაციის შემცველი საქონლის, სტიქიური უბედურებების, ავარიების და კატასტროფების დროს საჭირო საქონლის, წინასწარ დეკლარირებული საქონლის, ექსპორტის პროცედურაში დეკლარირებული საქონლის, „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპული შეთანხმების (ADR) 3.2. თავის A ცხრილით გათვალისწინებული საქონლის, არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) ტვირთის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) ოპერაციის ფარგლებში გადაადგილებული საქონლის, დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის, დიპლომატიური ფოსტისა და საკონსულო ვალიზას, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის კუთვნილი/მფლობელობაში არსებული საქონლის გაფორმება.

ასევე, სარკინიგზო ტრანსპორტით საქონლის გადაზიდვის შემთხვევაში, გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 10 კალენდარულ დღეს.

იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილში საქონლის მიტანა და დროებით შენახვა ხორციელდება ამ მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადის ბოლო დღეს, საქონლის დროებით შენახვის დასრულების შემდგომ, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია საკუთრების უფლების გადაცემის ან დათვალიერების მიზნით საბაჟო საწყობის დანიშნულებით შემდგომი გადაადგილებისათვის მიტანის ვადა განსაზღვროს არაუმეტეს 1 კალენდარული დღით (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამოწურულია „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული ვადა).

იმ შემთხვევაში, თუ ერთი საბაჟო კონტროლის ზონიდან მეორე საბაჟო კონტროლის ზონამდე საქონლის გადაზიდვა ხორციელდება რამდენიმე სატრანსპორტო საშუალების (მათ შორის, სარკინიგზო ვაგონი) მეშვეობით, ამ მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მიტანის ვადა თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებულ საქონელთან მიმართებაში აითვლება ცალ-ცალკე.

საბაჟო საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის, „ოქროს სიის“ მონაწილის საწყობის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის მფლობელი ეკონომიკური ოპერატორის საწყობის (კუთვნილი საქონლის შემთხვევაში) ან შენახვის სხვა ადგილის მფლობელის მიერ – მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (დამღა, ხელმოწერა, თარიღი და დრო). საბაჟო საწყობი, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი, „ოქროს სიის“ მონაწილე, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, მოწმობის დამოწმების დღის 24 საათამდე, „eCustoms“-ში ელექტრონულად დაადასტუროს გამოცხადება;“;

ელექტრონული მოწმობით გადაადგილებული საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენის დადასტურება ხდება საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების დღის 24 საათამდე საბაჟო საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის, „ოქროს სიის“ მონაწილის საწყობის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ავტორიზაციის მფლობელი ეკონომიკური ოპერატორის საწყობის (კუთვნილი საქონლის შემთხვევაში) ან შენახვის სხვა ადგილის მფლობელის მიერ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე (www.rs.ge) გადასახადის გადამხდელის პირადი გვერდიდან, ხოლო სხვა შემთხვევაში – რკინიგზის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ რკინიგზის მონაცემთა ბაზაში – გამოცხადების ელექტრონული დადასტურებით.

საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატან (მათ შორის, ტრანზიტის პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებულ) საქონელზე – დროებით შენახვის დეკლარაციის ან „eCustoms“-ს პროგრამაში აღრიცხვის მოწმობის გამოცხადების ელექტრონულად დადასტურების, ან საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების დამოწმების, ან ელექტრონული მოწმობით გადაადგილებულ საქონელზე – გამოცხადების ელექტრონულად დადასტურების/სარკინიგზო ზედნადების დამოწმების თარიღიდან ან სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით გადაადგილებულ საქონელზე – გამოცხადების ელექტრონულად დადასტურებით, ხოლო საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა) დროებით შენახვისას – საქონლის ფაქტობრივი განთავსების დღიდან.

სარკინიგზო ტრანსპორტით საქონლის გადაზიდვის შემთხვევაში, გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 10 კალენდარულ დღეს.

ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის დროებით შენახვის ადგილიდან დანიშნულების საბაჟო ორგანოს მიმართულებით გადაადგილება განახლდება დროებით შენახვის ვადის გასვლამდე ახალი მოწმობის გაცემით ან ელექტრონული მოწმობისათვის „დროებით შენახვა დასრულებულია“ სტატუსის მინიჭებით, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრირებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა, რომელთა გადაადგილება განახლდება იმავე ბაზაში მონაცემების ასახვით.

რკინიგზით გადაადგილებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილში დროებით შენახვის შემთხვევაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება ზოგადი დეკლარირებიდან არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა, თუ საქონლის დროებით შენახვა განხორციელდა ამ მუხლის პირველი ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე.

თუ საქონლის ან/და მისი გადამაადგილებელი სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საბაჟო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები