დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ტვიშის ღვინის ქარხანა ინვესტორის მოლოდინშია

ტვიშის ღვინის ქარხანა ინვესტორის მოლოდინშია

2023-06-15 14:38:18

ტვიშის ღვინის ქარხანა ინვესტორის მოლოდინშია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ცაგერის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტვიშში (ტვიშის ღვინის ქარხანა) მდებარე 22888.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობებს ყიდის.

ობიექტის გასხვისება 28 ივნისს ჩანიშნულ აუქციონზე იგეგმება, ხოლო ლოტის საწყისი ღირებულება 315 000 ლარია. 

ქონების საპრივატიზებო პირობების თანახმად, მფლობელი ვალდებულია შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუმეტეს 6 თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე არსებულ შენობა-ნაგებობებზე სამშენებლო/სარეკონსტრუქციო/სარემონტო სამუშაოები უზრუნველყოს.  

საპრივატიზებო მიწის ნაკვეთიდან 3863.00 კვ.მ-ზე ვრცელდება სერვიტუტის უფლება.

საპრივატიზებო ობიექტი მდებარეობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა) - ალპანა -მამისონის უღელტეხილის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ43-ის მიმდებარედ, შესაბამისად საქართველოს კანონის ,,საავტომობილო გზების შესახებ“ 22-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად საავტომობილო გზებზე, გზისპირა ზონაში (გზის ღერძიდან 100 მეტრი ორივე მხარეს) გზების მფლობელთან (მოცემულ შემთხვევაში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი) შეუთანხმებლად აკრძალულია ნებისმიერი სამშენებლო და სხვა სახის სამუშაოთა წარმოება.

ასევე, საპრივატიზებო  ობიექტზე  გადის   სს “ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ხაზოვანი ობიექტი (ელექტროგადამცემი ხაზი),  მყიდველმა   შეძენილ ობიექტზე სამუშაოების წარმოება უნდა განახორციელოს  ,,ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ” საქართველოს მთავრობის  2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების სრული დაცვით.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები