დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თვითმფრინავის დაბრუნების მიზეზი, ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ ინფორმაცია გახდა -  ქუთაისის აეროპორტი

თვითმფრინავის დაბრუნების მიზეზი, ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ ინფორმაცია გახდა - ქუთაისის აეროპორტი

2024-02-14 14:10:00

ქუთაისი-ბარსელონას რეისის უკან დაბრუნების მიზეზი გახდა მიწოდებული ინფორმაცია, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, - ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ავრცელებს

„აფრენიდან რამდენიმე წუთში ქუთაისი-ბარსელონას რეისი უკან, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.

მიზეზი ავიაკომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია გახდა, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობის შესახებ, რის საფუძველზეც ეკიპაჟმა ბორტის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

ადგილზე ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული და სამუშაოებს აწარმოებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისი-ბარსელონას რეისის ქუთაისის აეროპორტში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები