დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
უცხოურ დეპოზიტებზე განაკვეთის შემცირების შემთხვევაში, ლარის დეპოზიტებზე მოთხოვნა გაიზრდება - თიბისი კაპიტალის ვიცე-პრეზიდენტი

უცხოურ დეპოზიტებზე განაკვეთის შემცირების შემთხვევაში, ლარის დეპოზიტებზე მოთხოვნა გაიზრდება - თიბისი კაპიტალის ვიცე-პრეზიდენტი

2024-03-26 14:06:00

თიბისი კაპიტალის ვიცე-პრეზიდენტი თორნიკე მჭედლიშვილი Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ თუ საერთაშორისო ბაზრებზე საპროცენტო განაკვეთები შემცირდა, ამას გავლენა საქართველოს საბანკო ბაზარზეც ექნება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ქართული ეკონომიკისთვისა და ბიზნესისთვის გავითავისოთ თუ რა ხდება მსოფლიოში. საპროცენტო განაკვეთების კუთხით საერთაშორისო ბაზრებზე 2024 წლის ბოლოსკენ და 2025 წლის დასაწყისისთვის ველოდებით განაკვეთების შემცირებას. ამას შესაძლოა, ჰქონდეს გავლენა საქართველოზეც. კერძოდ, უცხოურ დეპოზიტებზე შემცირდეს განაკვეთები, რამაც გამოიწვიოს მეტი მოთხოვნა ლარის დეპოზიტებზე და აქედან გამომდინარე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი შესაძლოა, იყოს ის, რომ ლარის დეპოზიტებზე მოთხოვნიდან გამომდინარე, ეროვნულ ვალუტაში სესხების გაცემა უფრო გაიზარდოს“, - ამბობს თორნიკე მჭედლიშვილი.

ამასთან თიბისი კაპიტალის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს რომ მნიშვნელოვანია, ქართული კაპიტალის ბაზრისთვის, რა საპროცენტო განაკვეთებში მოახერხებენ ქართული კომპანიები ობლიგაციების გამოშვებასა და დაფინანსების აწევას.

„მიუხედავად იმისა, რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირებას ველოდებით, არ ვფიქრობთ, რომ ქართულ ობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთები მნიშვნელოვნად შემცირდება, რადგან დღესდღეობით, უკვე შეფასებულია ბაზარზე და ის სხვაობა, რაც არის საერთაშორისო ობლიგაციებთან მიმართებით, როგორც აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების კუთხით, თუ შევადარებთ საქართველოს სუვერენულ ობლიგაციებს სხვაობა უფრო გაიზრდება აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების ფასების შემცირებასთან ერთად ნორმალიზდება და დაუბრუნდება 2022 წლის ნიშნულს მაშინ, როცა უკვე აშშ-ის ობლიგაციებზე საპროცენტო განაკვეთები იზრდება“, - ამბობს თორნიკე მჭედლიშვილი.

რაც შეეხება მოლოდინებს, 2024-2025 წლებში, თიბისი კაპიტალის ვიცე-პრეზიდენტის შეფასებით, საერთაშორისო ბაზრებზე რეცესია მოსალოდნელი არ არის.

„თუ შევხედავთ 2023 წელს ყველა საერთაშორისო წამყვანი ბანკი ელოდა, რომ მსოფლიო უნდა შესულიყო რეცესიაში, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და არც 2024-2025 წლებშია მოსალოდნელი. ამიტომ ველოდებით საპროცენტო განაკვეთების შემცირებას როგორც აშშ-ში, ისე ევროზონასა და ბრიტანეთში“, - ამბობს თორნიკე მჭედლიშვილი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები