დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვადაგადაცილებული სესხების პორტფელი ერთ თვეში ₾483.9 მილიონით გაიზარდა

ვადაგადაცილებული სესხების პორტფელი ერთ თვეში ₾483.9 მილიონით გაიზარდა

2023-12-25 12:00:00

2023 წლის ნოემბრის ბოლოსთვის კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 51,725.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2%-ით ზრდაა 2023 წლის ოქტომბრის, ხოლო 17%-ით 2022 წლის ნოემბერთან შედარებით.

2023 წლის ნოემბრის მდგომარეობით კომერციული ბანკების მიერ გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობა 50,699.2 მლნ ლარია, საიდანაც 3,877.7 მლნ მოკლევადიანი სესხია, ხოლო 46,821.5 მლნ გრძელვადიანი სესხი.

ვადაგადაცილებული სესხების პორტფელი 491.2 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 199.4 მლნ მოკლევადიანი სესხებია, ხოლო 291.8 გრძელვადიანი. 2023 წლის ოქტომბერში ვადაგადაცილებული სესხების მაჩვენებელმა 483.9 მლნ ლარი შეადგინა. შესაბამისად ზრდა 1,5%-ია. 

ნოემბრის ბოლოსთვის კომერციული ბანკების მიერ გაცემულ სესხებზე დარიცხული და მისაღები პროცენტების საერთო მოცულობა 535.0 მლნ ლარითაა განსაზღვრული. 

სებ-ი ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბრის ბოლოსთვის კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 50,659.4 მლნ ლარი იყო, ხოლო 2022 წლის ნოემბერში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 44,108.9 მლნ ლარი შეადგინა.  

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

19 საათის წინ

19 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები