დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვახტანგ კახიძის საიუბილეო კონცერტი

ვახტანგ კახიძის საიუბილეო კონცერტი

2024-03-16 22:43:00

2024 წლის 23 მარტს ჯ.კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი წარმოგიდგენთ კომპოზიტორისა და დირიჟორის -ვახტანგ კახიძის საიუბილეო კონცერტს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელწიფო საგუნდო კაპელა, ანსამბლი „მძლევარი“, სოლისტი ვოკალისტები ქეთევან ქართველიშვილი, მიხეილ ედიშერაშვილი, გაბრიელ ჩომახაშვილი და ინსტრუმენტალისტები ალექსეი სოლონოვიჩი (ჩელო), გიორგი ონიანი (დოლი).
ვახტანგ კახიძე თავად მოუყვება დამსწრე საზოგადოებას განვლილი შემოქმედებითი გზის შესახებ და შესრულდება მისი სხვა და სხვა პერიოდში შექმნილი ნაწარმოებები.

ბილეთების გაყიდვაშია, როგორც ელექტრონულად პორტალზე www.biletebi.ge ასევე ჯ.კახიძის მუსიკალური ცენტრის სალაროში (+995 32) 2962207

*გთხოვთ გაითვალისწინოთ, ზამთრის პერიოდის გათვალისწინებით, მსმენელები ქურთუკებით, პალტოებით ან ქურქებით დარბაზში არ დაიშვებიან!

*დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში არ დაიშვება

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი


მსგავსი სიახლეები