დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვფიქრობ, გაიზრდება იმ ფაკულტეტების სია, სადაც ბაკალავრიატი 3-წლიანი გახდება - კახა შენგელია

ვფიქრობ, გაიზრდება იმ ფაკულტეტების სია, სადაც ბაკალავრიატი 3-წლიანი გახდება - კახა შენგელია

2024-03-10 14:15:00

ბაკალავრიატის პროგრამა რამდენიმე მიმართულებაზე 4 წლიდან 3 წლამდე, ხოლო  მაგისტრატურაზე კი - 1 წლამდე მცირდება. როგორც განათლების მინისტრის გიორგი ამილახვრის ბრძანებაშია ნათქვამი, ბაკალავრიატის მიმართულებით, ცვლილებები იქნება ხელოვნების, ბიზნესისა და ადმინისტრირების ვიწრო სფეროებში კლასიფიცირებული საგანმანათლებლო პროგრამის, მაგისტრატურაში კი, ბიზნესის ადმინისტრირების/მართვის სფეროში.

„კავკასიის უნივერსიტეტის” პრეზიდენტი და „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მფლობელი, კახა შენგელია Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ  შესაძლოა, გაიზარდოს იმ ფაკულტეტების სია, სადაც სწავლა 3-წლიანი იქნება.

„როგორც ვიცი, სამინისტროს მიდგომაც ისეთია, რომ ვფიქრობ, გაიზრდება იმ ფაკულტეტების სია, სადაც ბაკალავრიატი 3-წლიანი გახდება. რა ინფორმაციაც მაქვს, მიმდინარეობს საუბარი ტურიზმზე, IT-ზე და ა.შ. დარწმუნებული ვარ ეს სია გაფართოვდება და მეტ ფაკულტეტზე გახდება სწავლა სამწლიანი“, - ამბობს შენგელია .

„კავკასიის უნივერსიტეტის” პრეზიდენტი და „შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის“ მფლობელი, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს.

„ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ საქართველოს განათლების სისტემა და ეს სპეციალობები გახდეს კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება არის სწორი და ძალიან დროული. საქართველოს სჭირდება ძალიან ბევრი ინვესტიცია, ამ შემთხვევაში განათლების კუთხითაც. ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს საქართველოში კიდევ უფრო მეტი უცხოელის ჩამოსვლას, რომლებიც განათლებას მიიღებენ ჩვენს ქვეყანაში. უფრო მეტი საშუალება ექნება ჩვენს განათლების სისტემას, რომ უფრო მეტად განვითარდეს“, - აცხადებს შენგელია.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები