დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს - პრემიერი

ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს - პრემიერი

2023-09-28 14:59:55

კანდიდატის სტატუსზე ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება აბსოლუტურად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ქვეყანა გატარებული რეფორმების, მიღწეული პროგრესის და რთული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

„მქონდა შეხვედრა შარლ მიშელთან, რამდენიმე ევროპული ქვეყნის ლიდერებთან, სადაც მათ ღიად ვესაუბრები. ჩემი გზავნილი არის მარტივი, ძალიან ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი, რომ ქვეყანა გატარებული რეფორმების, მიღწეული პროგრესისა და რთული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. მე ეს მათ მკაფიოდ დაუვფიქსირე. სხვა შემთხვევაში, მათ ვუთხარი, რომ ეს იქნება მორიგი სტრატეგიული შეცდომა ევროკავშირის, უბრალოდ ძალიან უსამართლო მოპყრობა ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მიმართ.

ბორელთან პრესკონფერენციაზე შემთხვევით არ მითქვამს, რომ ქართველებს არ გვიყვარს და აბსოლუტურად მიუღებელია უსამართლო მოპყრობა და ჩვენ ამას არ შევეგუებით. ისევე როგორც მიუღებელია მცდელობა, რაიმე მცდელობა, რომ ჩვენ ვიღაცამ დაგვჩაგროს და მეორე და მესამე, უკანა რიგებში გადაგვსვას. რატომ, იმიტომ, რომ საქართველო ე.წ.ტრიოს ფორმატში, უკრაინა-მოლდოვა-საქართველოს ფორმატში, ყოველთვის იყო და არის დღესაც მოწინავე პოზიციებზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო ყველა მიმართულებით წინ უსწრებს მოლდოვასაც, უკრაინასაც, შედარება არ შეიძლება.

„არსებობს უამრავი სფერო და მიმართულებები, წინ ვართ ამ ქვეყნებთან შედარებით. ჩვენ არავისი კარგი არ გვწყინს, არ გვსურს, გვინდა ყველას ვუსურვოთ უფრო მეტი პროგრესი, მაგრამ ერთი რამ მინდა, ცალსახად დავაფიქსირო, მე მათ ვუთხარი პირდაპირ, ჩვენ ვიმსახურებთ სტატუსს. სხვა შემთხვევაში, ამოუხსნელი იქნება მათი ეს გადაწყვეტილება. არ მინდა, წინ გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება აბსოლუტურად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. შარშან მინდა შეგახსენოთ, რომ არც მოლდოვას, არც უკრაინას არ ჰქონდათ შესრულებული არც ერთი პრიორიტეტი, არც ერთი პირობა და მათ ავანსად, ე..წ ბონუსად მისცეს სტატუსი. ჩვენ ამ ერთი წლის შემდეგ, ამდენი რაღაც გავაკეთეთ, მანამდეც გაკეთებული გვქონდა, მაგრამ ახლაც, ერთი წლის განმავლობაში ამდენი რამე გავაკეთეთ, ასეთი ღია, გამჭვირვალე პროცესი ვმართეთ.

აშშ-ის შემდეგ ილია დარჩიაშვილი იყო უკვე ჩასული ბრიუსელში, მას ჰქონდა კარგი შეხვედრები და საკმაოდ პოზიტიური მესიჯები, გზავნილები მოდის ევროპიდან. არ მინდა, მოვლენებს გავასწრო. ვფიქრობ, ბოლო რამდენიმე პუნქტი რაც დაგვიტოვა ბორელის გუნდამ, ბოლო დაზუსტებები, ამაზეც იცით, რომ ირაკლი კობახიძე გამოვიდა, თქვა, ამ ყველაფერს ვასრულებთ, შევასრულებთ, ძალიან მალე დაიხურება ეს პროცესი, თვის ბოლომდე, ამიტომ არავითარი მიზეზი, საბაბი, რატომ არ უნდა მივიღოთ ჩვენ სტატუსი, არ ექნებათ ჩვენს ევროპელ მეგობრებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

8 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები