დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვინ არის საქართველოს სამი მთავარი კრედიტორი

ვინ არის საქართველოს სამი მთავარი კრედიტორი

2023-10-12 17:00:08

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8 452 773 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით  22 639 063 ათასი ლარია.

2022 წლის სექტემბრის მდგომარეობით კი, საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 7 575 698 ათასი აშშ დოლარს შეადგენდა, რაც მაშინდელი კურსით 21 478 618 ათას ლარს უდრიდა.

მიმდინარე წლის სექტემბრის მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 042 501 ათასი დოლარით განისაზღვრა, ეროვნულ ვალუტაში კი ის 21 540 230 ათასი ლარია.

2023 წლის სექტემბრის მონაცემებით, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 5 992 465 ათასი დოლარია, ანუ 16 049 618 ათასი ლარი. საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან:

აზიის განვითარების ბანკი (ADB),

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB)

რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები