დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვმუშაობთ, რომ წარმოება 30%-ით გავზარდოთ და ევროკავშირის ყველა ბაზარზე შევიდეთ - „ტიფლისტექსი“

ვმუშაობთ, რომ წარმოება 30%-ით გავზარდოთ და ევროკავშირის ყველა ბაზარზე შევიდეთ - „ტიფლისტექსი“

2023-11-18 12:00:27

 

ქართული წინდების მწარმოებელი ცნობილი საწარმო Tiflistex • ტიფლისტექსი წარმოების მასშტაბური ზრდისა და ევროკავშირის ბაზრებზე ექსპორტის გაფართოების გეგმაზე მუშაობს.

როგორც კომპანიის ექსპორტ-მენეჯერი გიორგი გობეჯიშვილი Business Insider Georgia-თან ამბობს, „ტიფლისტექსის“ საექსპორტო არეალი ყოველწლიურად, სულ მცირე თითო ქვეყნით იზრდება.

დღესდღეობით წინდების საწარმო ტიფლის ტექსტილი თავისი წარმადობის 60%-ით არის დატვირთული, კომპანიის მიზანია, რომ 100%-ით დაიტვირთოს, რის მიღწევაც 2024 წლის დასაწყისში იგეგმება.

ამასთან, როგორც გიორგი გობეჯიშვილი აღნიშნავს, გეგმაშია, რომ საწარმო „ტიფლის ტექსტილი“ მოემსახუროს მსოფლიოს უმსხვილეს ბრენდებს და საჭიროების შემთხვევაში გაზარდონ წარმადობას 30%-ით, რაშიც დასჭირდებათ წინდების საქსოვი 30 დანადგარის დამატება.

„2024 წელს გეგმაშია ევროკავშირის ყველა ქვეყანა მოვიცვათ და ამ მიზანთან ძალიან ახლოს ვართ. რადგანაც ჩვენი ძირითადი ბაზარი ევროკავშირია, ჩვენს საწარმოში დამზადებული პროდუქცია არ შეიცავს აკრძალულ ქიმიურ ნივთიერებებს Reach Regulation-ის მიხედვით და ამას მოწმობს ჩვენი სერტიფიკატი Oekotex Standard 100. ჩვენი გეგმის განსახორციელებლად ასევე დაგვჭირდა მსოფლიოსთვის კარგად ნაცნობი სერტიფიკატ SEDEX-ის აღება, რომელიც გულისხმობს,რომ ჩვენ ვართ სოციალურად მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საწარმო.

ჩვენი საწარმო ასევე იყენებს მზის პანელების ენერგიას წარმოებისთვის. მდგრადობისა და მწვანე ენერგიის ინიციატივებისადმი ჩვენი ერთგულება გვაძლევს უფრო მეტ ნდობას გლობალურად და ასევე რაც ყველაზე მთავარია საწარმოო ხარჯებს გვიმცირებს რაც გვეხმარება რომ კონკურენცია გავუწიოთ სხვა ქვეყნების საწარმოებს. “- აცხადებს გიორგი გობეჯიშვილი.

,,ტიფლისტექსის“ საქმიანობა ერთ-ერთი მაგალითია, თუ რამდენად წარმატებით შეიძლება გამოიყენოს კომპანიამ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა და წამყვანი ქვეყნების ბაზრებზე გამორჩეული როლი დაიკავოს. გარდა იმისა, რომ ცნობადობა იზრდება, „ტიფლისტექსის“ საწარმო არის ევროკავშირის სტანდარტით აშენებული, რაც დამკვეთებში დიდ ნდობას იწვევს.

ცნობისთვის, „ტიფლისტექსი“ წინდების პირველი საწარმოა საქართველოში. ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე კომპანია, მეექვსე წელია, ოპერირებს. საწარმოს აქვს რესურსი, რომ წლიურად 4 მილიონი წყვილი წინდა აწარმოოს. ამ ეტაპზე ეს მაჩვენებელი 2 მილიონს შეადგენს. 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

19 საათის წინ

19 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები