დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
WinExpo Georgia 2023 უფრო მასშტაბურია, იზრდება ინდუსტრია და ქართული ღვინისადმი ინტერესი - რესან ქიქავა

WinExpo Georgia 2023 უფრო მასშტაბურია, იზრდება ინდუსტრია და ქართული ღვინისადმი ინტერესი - რესან ქიქავა

2023-06-03 13:33:22

 

WinExpo Georgia 2023 -ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქართული ღვინის პოზიციების გამყარებაა, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზრებზე და ინდუსტრიაში ახალი აღმოჩენების გაკეთება, - ამის შესახებ თბილისი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენის გახსნაზე  „ექსპოჯორჯიას“ დირექტორმა რესან ქიქავამ განაცხადა. 

მისივე თქმით, WinExpo Georgia ღვინის ინდუსტრიის მოთამაშეების დამაკავშირებელ პლატფორმად ჩამოყალიბდა.

„მიხარია, რომ ყოველ წელს მისი მასშტაბი უფრო და უფრო იზრდება. მზარდია ინდუსტრია და ასევე მონაწილეების მასშტაბი.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც  გვეხმარება ამ მნიშვნელოვან საქმეში, რომ ქართველებმა ჩვენი იდენტობა მაღალ დონეზე დავიბრუნოთ.

მქონდა საუბარი ჟიურის წევრებთან, რომელთაც გამოფენის ფარგლებში ქართლი ღვინო უნდა შეაფასონ, ამ ადამიანებს, როგორც პტროფესიონალებს აქვთ მაღალი კვალიფიკაცია, ასევე გულით უყვართ ჩვენი ქვეყანა და ქართული ღვინო. ამას დიდი მიშვნელობა აქვს, რადგან მხოლოდ კვალიფიკაცია არაა საკმარისი იმისთვის რომ მიიღო კარგი შედეგი, ამას სჭირდება გული და განწყობა. 

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ პარტნიორს ვინ წლების განმავლობაში გვერდში გვედგა და სჯეროდა რომ ყველაფერი გამოგვივა“, - განაცხადა რესან ქიქავამ.  

მისივე თქმით, საკმაოდ მნიშვნელოვანია ღვინის საერთაშორისო კონკურსი, სადაც კვალიფიციური ექსსპერტები ქართული ღვინის ინდუსტრიის შედეგებს შეაფასებენ. 

„ესაა რიგით მეთხუთმეტე საერთაშორისო გამოფენა და საერთაშორისო კონკურსი. ჩვენთვის კონკურის ნაწილია უფრო მნიშვნეოვანი, რომელიც პანდემიის შემდგომ აღვადგინეთ და წელს 5 ქვეყნიდან 7 ცნობილი ღვინის მაგისტრი, სომელიე და ჟურნალისტი შეაფასებს 300-მდე ქართულ ღვინოს.

ტრადიციულად გამარჯვებულები გამოვლინდებიან 8 კატეგორიაში, გაიცემა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები.

ღვინის კონკურსის თავმჯდომარეა ღვინის მაგისტრი ბრიტანეთიდან - ტიმ ატკინი. ის მრავალ ჯილდოს ფლობს, არის ღვინის მწერალი (Wine Writer ) ჰარპერსის, დეკანტერის და მრავლი სხვა გამოცემის ავტორი.

ვფიქრობთ, რომ მათი შეფასებები ქართულ ღვინოსთან მიმართებით, მნიშვნელოვანია, როგორც მწარმოებლებითვის, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო „ბაიერებისთვის“, რადგან ჟიურის წევრების „წონა“ მაღალია საერთაშორისო ასპარეზზე“,- განაცხადა რესან ქიქავამ. .

წელს, გამოფენაში WINEXPO 2023 შვიდი ქვეყნის (საქართველო, იტალია, გერმანია, უნგრეთი, თურქეთი, უკრაინა და სომხეთი) 200-მდე კომპანია საკუთარ პროდუქციასა და სერვისს სთავაზობს დამთვალიერებელს. გამოფენაზე, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი მსხვილი საწარმოების, მცირე, საშუალო და საოჯახო მარნების პროდუქციის გარდა, წარმოდგენილი იქნება ღვინის ინდუსტრიაში არსებული ტექნოლოგიები, შესაფუთი და დამხმარე მასალები, მევენახეობა-მეღვინეობის მანქანა-დანადგარები, სანერგეები, სასუქები,  აქსესუარები, სერვისები და სხვ. ~

WinExpo 2023 მწარმოებლებთან ერთად, მასპინძლობს ექსპორტიორებს, სომელიეებს, სასტუმროების, რესტორნების, სავაჭრო ქსელებისა და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებსა და, რა თქმა უნდა, ღვინის მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან.

გამოფენის ფარგლებში, გასული წლების მსგავსად, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 40-მდე მცირე, საშუალო და საოჯახო მარანი გამოფენის სტუმრებს საკუთარ პროდუქციას, სხვადასხვა სახის ღვინოს, მათ შორის ქვევრისა და ბიოდინამიურ ღვინოებს,   გააცნობს.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა ქართველი მწარმოებლებისთვის გააცნონ საკუთარი პროდუქცია მომხმარებლებს, მოიძიონ პარტნიორები და გაზარდონ საექსპორტო შესაძლებლობები.

აღსანიშნავია, რომ გამოფენის WINEXPO მასშტაბი, მონაწილე კომპანიების და ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც ადასტურებს, რომ გამოფენა პრესტიჟულია, ხოლო ქართული ღვინისადმი ინტერესი გაზრდილია.

WinExpo Georgia 2023-ის მხარდამჭერები არიან  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო. ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-15 საერთაშორისო გამოფენა WinExpo Georgia 2023  2-4 ივნისს, გამოფენების ცენტრის „ექსპოჯორჯია“ მე-11 პავილიონსა და მის მიმდებარე სივრცეში 11:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე გაიმართება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

9 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები