დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ზამთრის სეზონს ვერ ვგეგმავთ, რადგან არ ვიცით, რა გამოწვევების წინაშე ვიქნებით - სასტუმრო ,,ფალიანი" მესტიაში

ზამთრის სეზონს ვერ ვგეგმავთ, რადგან არ ვიცით, რა გამოწვევების წინაშე ვიქნებით - სასტუმრო ,,ფალიანი" მესტიაში

2023-11-13 16:19:52

სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე ახალ ბუტიკურ სასტუმრო ,,ფალიანში“  ზაფხულში  მოთხოვნა განსაკუთრებით აქტიური იყო.

სასტუმრო, რომელიც ორი წლის წინ გაიხსნა, მომხმარებლებს მაღალი დონის კომფორტსა და სერვისებს სთავაზობს, რაც ამ ობიექტს რეგიონში აშკარად გამოარჩევს.

როგორც „ფალიანის“ წარმომადგენელი Business Insider Georgia- თან ამბობს,  მაქსიმალურად ცდილობენ, ზამთარშიც შეინარჩუნონ ტემპი, თუმცა უამინდობის, ცალკეც ინფრასტრუქტურული პრობლემის გამო სეზონს წინასწარ ვერ გეგმავენ. 

,ვემზადებით ზამთრის სეზონისთვის ისე, რომ არ ვიცით, გამოგვივა თუ არა და რამდენად შევძლებთ დასახული მიზნების განხორციელებას. ამ მხრივ შარშანდელი გამოცდილება საკმაოდ რთული იყო.

დიდთოვლობა, დენის  სისტემატური გათიშვა და სხვა, დიდ დაბრკოლებას გვიქმნიდა და სერიოზული პრობლემა გამოიწვია მთლიანად სვანეთის ტურისტულ სეგმენტში.  აღნიშნული მიზეზის გამო ტურისტები ან აუქმებდნენ შეკვეთებს ან ტოვებდნენ ობიექტს და უკან ბრუნდებოდნენ.

შესაბამისად, არ ვიცით, რა გამოწვევის წინაშე შეიძლება დავდგეთ. თუკი ინფრასტრუქტურა და ამინდიც ხელს შეგვიწყობს, ყველა პირობა გვაქვს იმისთვის, რომ სეზონზე წარმატებას მივაღწიოთ", - ამბობს სასტუმროს თანამშრომელი.
მიუხედავად ამისა, ზამთრის ჯავშნების მიღება ,,ფალიანმა" დაიწყო და ახლა მთლიანად გარემო პირობებზე არიან დამოკიდებული.

,,ამ ეტაპზე შეკვეთები დაწყებულია. ვერ გეტყვით, რომ  იმ ინტენსივობითაა, როგორიც ზაფხულის სეზონზე, თუმცა მოთხოვნა ჯერჯერობით ფიქსირდება. 2022 წელს, ვინაიდან პანდემიის შემდგომი  პერიოდი იყო, ბევრი ვიზიტორი მივიღეთ და შედეგიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო.  2023 წლის ზაფხულშიც კარგი შედეგი დავდეთ. ახლა მთლიანად გარემო პირობებზე ვართ დამოკიდებული.

მესტიისთვის ეს ჩვეულებრივი პროცესია, სხვანაირად ვერ დაგეგმავ ბიზნესს, ველოდებით, რომ მოთხოვნა მოიმატებს. მით უმეტეს, 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება მესტიაში  და ვფიქრობთ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მივიღებთ სტუმრებს.

ჯერჯერობით წინასწარი ჯავშნები არ გვაქვს, მაგრამ მოლოდინი დიდია, რომ ჩემპიონატის ფარგლებში ჩვეულებრივი პერიოდისგან განსხვავებით, მეტი სტუმრის მიღება შეგვეძლება", -  აცხადებენ სასტუმრო ,,ფალიანში".

ცნობისთვის, სასტუმრო ,,ფალიანი“ 2022 წელს გაიხსნა. იგი მოიცავს საოჯახო ნომრებსა და ჰოსტელს. სასტუმროში ასევე ფუნქციონირებს ღია და დახურული რესტორანი და ბარი, სადაც აქცენტი სვანური და ევროპული სამზარეულოს მიქსზე კეთდება. 

სასტუმროში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 1 მილიონ ლარს აჭარბებს.

ავტორი:

მარი გოცირიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები