დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ზარბაზანის ეკოლოგიურად სუფთა დისპენსერები სასტუმრო Carpe Diem-ში დაგხვდებათ

ზარბაზანის ეკოლოგიურად სუფთა დისპენსერები სასტუმრო Carpe Diem-ში დაგხვდებათ

2024-03-23 14:18:00

ზარბაზანის ეკოლოგიურად სუფთა დისპენსერები სასტუმრო Carpe Diem-ში დაგხვდებათ. Carpe Diem გთავაზობთ კომფორტულ დასვენებას კურორტ გუდაურში. ზარბაზანის დისპენსერები - საუკეთესო სასტუმროების არჩევანი. 

Business Insuder Georgia-თან ,,ზარბაზანის“ კომერციული პარტნიორი და დირექტორი ნანა დავითაძე ამბობს, რომ ქართული კოსმეტიკური ბრენდი შემოდგომისთვის სურნელოვანი ჩხირებისა და სანთლების ხაზის დამატებას გეგმავს. 

„ჩავატარეთ კვლევა, თუ რა იქნებოდა მოთხოვნადი პროდუქტი ბაზარზე. აღმოჩნდა, რომ სურნელოვან ჩხირებსა და ღვინის არომატის მქონე სანთლებზე. ამიტოვ ვგეგმავთ, რომ შემოდგომაზე ჩვენს წარმოებას ეს ხაზიც დავამატოთ“, - ამბობს ნანა დავითიძე. 

ამასთან, როგორც ბრენდის წარმომადგენელი ამბობს, ბოლო 6 თვეში კომპანიის შემოსავლები 100%-ით გაიზარდა, მნიშვნეოოვნადაა გაზრდილი წარმადობაც.

„ვაფართოებთ გაყიდვების არეალს და თბილისის, ბათუმისა და გუდაურის შემდეგ, კახეთის სასტუმროებშიც შევედით. სასტუმროებს ვაწვდით დისპენსერებს, საპნებსა და ლოსიონებს“, - ამბობს  ,,ზარბაზანის“ კომერციული პარტნიორი და დირექტორი. 

„ზარბაზანი" ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელიც ღვინის კოსმეტიკას აწარმოებს და საზღვარგარეთ გააქვს.

4 დასახელების ღვინისგან - ხვანჭკარა, რქაწითელი, საფერავი და ოჯალეში, „,ზარბაზანი" 25 სახის პროდუქტს ქმნის. მათ შორისაა  შამპუნები, სამასაჟე ზეთები, თმის ნიღბები და კონდიციონერები, საპნები, ზეთები რუჯის მისაღებად და, მზისგან დამცავი ლოსიონები და სხვა.

ცნობისთვის, კომპანია „ზარბაზანის" კოსმეტიკური ხაზი გაყიდვაში 2021 წლის ნოემბერში  ჩაეშვა. საწარმო თბილისთან ახლოს, წავკისში მდებარეობს და 20 ადამიანია დასაქმებული.საწყისი ინვესტიცია ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი


მსგავსი სიახლეები