დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ზურაბ აზარაშვილი: ჩვენ სრულად უზრუნველვყოფთ როგორც დიალიზის მომსახურების ანაზღაურებას კლინიკებისთვის, ასევე საჭირო მასალებს

ზურაბ აზარაშვილი: ჩვენ სრულად უზრუნველვყოფთ როგორც დიალიზის მომსახურების ანაზღაურებას კლინიკებისთვის, ასევე საჭირო მასალებს

2024-02-19 02:00:00

დიალიზის ცენტრები 2 600 მოქალაქეს უკვე ქვეყნის 49 მუნიციპალურ ერთეულში ემსახურება. სამედიცინო დაწესებულებები, დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულად აღიჭურვა და ჰემოდიალიზის საჭიროების მქონეთ, სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი ემსახურება.

როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, ჰემოდიალიზის ცენტების სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გახსნა დიალიზზე დამოკიდებული მოქალაქეებისთვის დიდ შვებაა, რადგან მათ ხშირად სერვისის მისაღებად რეგიონულ ცენტრებში მისვლა უხდებოდათ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ სერვისი მოქალაქეებისთვის სრულიად უფასოა. 

„ჩვენ სრულად უზრუნველვყოფთ როგორც სერვისის მომსახურების ხარჯის ანაზღაურებას კლინიკებისთვის, ასევე სახარჯ მასალებს, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია. მხოლოდ დიალიზის მიმართულებაზე გამოყოფილი წლიური ბიუჯეტი რამდენიმე ათეულ მილიონ ლარს შეადგენს“, - აღნიშნა მინისტრმა.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები