დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ზურაბ ჩიკვილაძე: მარტიდან „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ ქვეპროგრამით 2100 ბავშვი და მოზარდი სრულად დაფინანსდება

ზურაბ ჩიკვილაძე: მარტიდან „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ ქვეპროგრამით 2100 ბავშვი და მოზარდი სრულად დაფინანსდება

2024-02-20 16:30:00

„საკრებულოს სხდომაზე დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ ქვეპროგრამით მოსარგებლეთა რაოდენობა იზრდება, 250 ბენეფიციარით მეტი დაფინანსდება და ჯამში ამ ქვეპროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას 2 100 ბავშვი და მოზარდი მიიღებს“, - განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზურაბ ჩიკვილაძემ, გააკეთა.

მისივე თქმით, დედაქალაქის მთავრობისა და თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამაში“ ცვლილება შევიდა.

დღეს საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მარტის თვიდანაუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციისქვეპროგრამის ფარგლებში დამატებით მომსახურებას კიდევ 250 ბენეფიციარი მიიღებს. შედეგად,  ნაცვლად 1 850 ბავშვისა და მოზარდისა,  2 100 ბენეფიციარი  სრულად დაფინანსდება. ქვეპროგრამით თითო მოსარგებლისთვის წლიურად გამოყოფილი თანხა  5 400 ლარია. პროგრამის ბიუჯეტი კი დაახლოებით 1 080 000 ლარით იზრდება. აღნიშნულ პროგრამას სერვისის მიმწოდებელი მე-10 დაწესებულებაც დაემატა.

თბილისის მერია წლიდან წლამდე აძლიერებსაუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამას“.  დღევანდელი გადაწყვეტილება კი მომავალ თაობაზე ზრუნვის საქმეში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია“, -  განაცხადა სხდომაზე ზურაბ ჩიკვილაძემ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები