დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
11 მაისიდან  Imagine Dragons-ის ბილეთების გაყიდვა დაიწყება

11 მაისიდან Imagine Dragons-ის ბილეთების გაყიდვა დაიწყება

2023-05-10 12:52:07

Starring Georgia-ს ფარგლებში, 31 აგვისტოს თბილისში დაგეგმილი Imagine Dragons-ის კონცერტის ბილეთები 11 მაისიდან გაიყიდება.

ღონისძიების Facebook-გვერდზე აღნიშნულია, რომ მსურველები ბილეთების შეძენას 11 მაისს 12:00 საათიდან, ვებგვერდზე TKT.GE-ზე შეძლებენ.

ფასების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ცნობილი არ არის. 

„31 აგვისტოს Starring Georgia-ს ფარგლებში საქართველოს თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბენდი Imagine Dragons თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე ეწვევა.

მილიონობით გაყიდული ალბომების და მასშტაბური საკონცერტო ტურნეების დამსახურებით ლას ვეგასში დაფუძნებული ბენდი თავისი მუსიკალური ისტორიის წერას დღესაც წარმატებით განაგრძობს. ალბომ Mercury-ის ტურნე, რომლის ფარგლებშიც ბენდი საქართველოში გამართავს კონცერტს ყველა იმ ჰიტს აერთიანებს, რომლის დამსახურებითაც Imagine Dragons ნამდვილი სუპერსტარების ჯგუფი გახდა, ყველა თავისი მახასიათებლით“, - ნათქვამია Facebook-ზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები